logo_geo
eng_logo
ქართულმა მხარემ ფარული ჩანაწერების წყაროს დასადგენად FBI-ს მიმართა
- +

15 მარტი. 2016. 17:34


ბრიტანულ გამოცემა „The Guardian"-თან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიებაში დახმარების თხოვნით აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა.


იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ დახმარების თხოვნით ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანასაც მიმართა, თუმცა თეა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია,  რომელ სახელმწიფოზეა საუბარი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner