„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი 2016" ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აქვე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის განვითარების შეუქცევადობისათვის.
„მინდა გამოვეხმაუროი ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დღეს მიიღეს გადაწყვეტილება ვიზა-ლიბერალიზაცასთან დაკავშირებით და მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში და ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტადიაზე იმყოფება, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს ამ განვითარებას და ჩვენ და მთლიანად ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს განვითარება იყოს შეუქცევადი", - განაცხადა კახა კალაძემ.