logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სრულიად საქართველო გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ
- +

5 ოქტომბერი. 2016. 22:50



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე გადაცემაში „არჩევანი 2016" ამბობს, რომ „ქართული ოცნება" იყო პარტია, რომელმაც ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე შეცვალა ხელისუფლება და სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა".


„2011 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება". რადგან იყო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხან რვიანს ქმნიდნენ, ხან ცხრიანს, ხან ათიანს, მაგრამ შედეგი არანაირი. იქმნებოდა ეს პოლიტიკური გაერთიანებები და შემდეგ იშლებოდა. ასევე, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა იმ პერიოდში სატელიტი პარტიების შექმნა და ამით ცდილობდა ოპოზიციის დაბალანსებას. იმის შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ სრულიად საქართველო გაერთიანდა ამ ადამიანის ირგვლივ. ჩამოყალიბდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება", რომელსაც შემდეგ შემოუერთდა სხვა პოლიტიკური პარტიები, შეიქმნა კოალიცია და ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ ბრძოლა იმ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა". აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო, როგორი ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მიმართ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ეს თითოეულმა ჩვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა, საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე გამოიარა, სამწუხაროდ. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საბედნიეროდ, ხელისუფლება შევცვალეთ არჩევნების გზით. ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე და ამისთვის მინდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უღრმესი მადლობა გადავუხადო. ეს იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნების გზით, ცივილიზებული გზით შეიცვალა ხელისუფლება", - განაცხადა კახა კალაძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner