logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა სისტემა, რომელმაც საკუთარ თავზე მოირგო კონსტიტუცია
- +

5 ოქტომბერი. 2016. 22:51

 

 

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში „არჩევანი 2016" „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ შექმნა სისტემა, რომელიც მთლიანად მათზე იყო მორგებული და ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო.


„სანამ იმაზე დავიწყებ საუბარს, თუ რის გაკეთებას აპირებს პარტია „ქართული ოცნება" მომდევნო 4 წლის განმავლობაში, აუცილებლად უნდა დავბრუნდე ცოტათი უკან და კიდევ ერთხელ გავახსენო მოსახლეობას, თუ როგორი ქვეყანა ჩავიბარეთ ჩვენ, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში წლების განმავლობაში. მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ არ გსიამოვნებთ ხოლმე, როდესაც ვსაუბრობთ გასულ 9 წელზეც, „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობაზე, მაგრამ ყველაფერი არის შედარებითი, ჩვენ უნდა შევადაროთ, რა იყო წლების განმავლობაში, რა გავაკეთეთ ჩვენ და ალბათ, როდესაც ხელისუფლების ცვლილებები იქნება, ეს შედარებები ყოველთვის გაგრძელდება და ყოველთვის იქნება ხელისუფლება, რომელიც ეცდება, მაქსიმუმი გააკეთოს, ვიდრე წინა ხელისუფლებამ.

 

ჩვენ გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, როგორი მდგომარეობა იყო და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავის თანაგუნდელებთან ერთად, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, შექმნა სისტემა. სისტემა, რომელმაც კონსტიტუცია მოირგო საკუთარ თავზე, საკუთარ თავზე მოირგო პოლიცია, სასამართლო, პარლამენტი და ყველა უწყება, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, ჩვენ გვახსოვს ნულოვანი ტოლერანტობა, ანტიჰუმანური პოლიტიკა, ქუჩაში ადამიანების დახვრეტა, ოჯახების გაუბედურება. რა მდგომარეობა იყო პატიმრებში, გაუპატიურება, ცემა და ა.შ. ეს იყო ძალიან მძიმე რეალობა", - განაცხადა კახა კალაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner