logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ჯანდაცვა არის არა ვინმეს პრივილეგია, ან მდიდრის ან ღარიბის, არამედ ეს არის ნებისმიერი ადამიანის უფლება
- +

5 ოქტომბერი. 2016. 23:30



„ჯანდაცვა არის არა ვინმე პრივილეგია, ან მდიდრის ან ღარიბის, არამედ ეს არის ნებისმიერი ადამიანის უფლება", - ამის შესახებ გადაცემა „არჩევანში" დავით სერგეენკომ განაცხადა.


ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ ჯანმრთელობის დაცვის მხრივ მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა შეასრულა 2013 წლის დასაწყისში.


„მთავარი გარღვევა, რომელიც მოხდა 2013 წლის დასაწყისში, იყო სწორედ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვაზე მიწვდომადობა პირველივე თვეებში გაორმაგდა", - აღნიშნა მინისტრმა.


მისი თქმით, სახელმწიფო აგრძელებს პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობას ჯანდაცვის სფეროში.


„პირველ რიგში, მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტულია, ეს არის მედიკამენტები ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. ეს არის გამოწვევა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

 

ასევე პირევლადი ჯანდაცვის რეფორმა. მიმართულებები არის უამრავი, მაგრამ წამყვანი და გადამწვეტი არის ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს არა ფასადური შედეგების მიღწევაზე, არამედ რეალურად თითოეული ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე.


ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თითქმის 2.5-ჯერ ამ წლების განმავლობაში. ჩვენი ამოცანაა, რეფორმები გაგრძელდეს და გამოყენებული იყოს ეფექტიანი მიდგომები, რომლებიც მოგვცემს მნიშვნელოვად მეტი შედეგების მიღწევას", - განაცხადა მინისტრმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner