ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განათლების სისტემაში, კერძოდ, სკოლებსა და ბაღებში გატარებული რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილის შესახებ გადაცემა „არჩევანში" ისაუბრა.
„2012 წელს ბევრი შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან. ჩემი თვალით ვნახე, რა მდგომარეობა იყო განათლების მიმართულებით. ხშირად ვხვდებოდი თვალცრემლიან დედებს. რა იყო ამის მიზეზი? ახლოვდებოდა სექტემბერი და მათ არ ჰქონდათ ელემენტარული შესაძლებლობა, თავიანთი შვილებისთვის შეეძინათ სახელმძღვანელოები. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი სახელმძღვანელობით სწავლობდნენ მოსწავლეები.
ჩვენ დღეს ეს პრობლემა საერთოდ მოვხსენით. მოსწავლეებს სკოლებში სახელმძღვანელოები აბსოლუტურად უფასოდ ხვდებათ მერხებზე.
ბაგა-ბაღები გავხადეთ უფასო, რამაც 2-3-ჯერ გაზარდა ბავშვების რაოდენობა. რადგან მანამდე მშობლებს არ ჰქონდათ შესაძლებლბლობა, რომ შვილები ბაღებში ეტარებინათ.
დავიწყეთ სკოლების და ბაღების რეაბილიტაცია და ეს პროცესი მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა ქალაქსა თუ სოფელში არ გვექნება ევროპული სტანდარტების სკოლები და ბაღები.
მოვახერხეთ პატარების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. აქამდე მოსწავლეებს წვიმასა და ქარში უწევდათ კილომეტრების გავლა, დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს", - განაცხადა კალაძემ.