„2012 წელს განხორციელდა საქართველოში ნამდვილი დემოკრატია და ეს არის მონაპოვარი, რომლითაც ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ. ჩვენი 4-წლიანი მოღვაწეობის უმთავრესი მიღწევა ეს არის",- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა.
„2012 წლამდე ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად გადავსებული იყო ციხეები. ხდებოდა აბსოლუტური თვითნებობა ხელისუფლების. ეს ყველაფერი არის აღკვეთილი დღეს და ხელისუფლება ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკით მოქმედებდა. ეს პოლიტიკა თითოეული ადამიანის მდგომარეობაზეა ასახული. საპროცესო შეთანხმების რეფორმა განვახორციელეთ. საპროცესო შეთანხმება ბიუჯეტის შევსების კუთხით განიხილებოდა და გამოიყენებოდა. ეს პრაქტიკაც არის შეცვლილი, საბედნიეროდ. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ჩავანაცვლეთ პრევენციული, ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკით. ჩვენ გვაქვს დადებითი ტენდენცია კრიმინოგენური თვალსაზრისით. იყო გარკვეული ნეგატიური ტენდენცია 2013-14 წლებში, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ 2014-15-16 წლების ტენდენციას, გვაქვს დადებითი კლება გვაქვს დანაშაულის. მათ შორის ეს კლება ეხება დანაშაულის მძიმე კატეგორიებს, როგორიც არის მკვლელბა, ყაჩაღობა, ძარცვა და ა.შ."- განაცხადა კობახიძემ.