logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას
- +

17 თებერვალი. 2016. 15:12


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.


ჩავუშოღლუს განცხადებით, ყველა პარტნიორთა შეხვედრაზე და NATO-ს ყველა წევრ ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრაზე თურქეთი ყოველთვის აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების კუთხით.



მინისტერიალზეც, შეხვედრაზეც ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს. ბოლო შეხვედრაზეც პირადად მე დავაყენე ეს საკითხი. ვარშავის NATO- სამიტზეც დავაყენებთ ამ საკითხს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამაში", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.



მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით საკმაოდ წინ არის წასული. მან განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ მალე იმოგზაურებენ შენგენის ქვეყნებში.



ჩვენი მოქალაქეებიც ელოდებიან ევროკავშირისგან მსგავს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.



თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.



აფხაზეთის და .. სამხრეთ ოსეთის პრობლემებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში გადაჭრას ვუჭერთ მხარს და ყველა ფორმატში, ყველა პლატფორმაზე ვაფიქსირებთ ამ მხარდაჭერას", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner