logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 2020 წლისთვის საქართველოში C ჰეპატიტი დამარცხებული იქნება
- +

5 ოქტომბერი. 2016. 23:35



„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „არჩევანი 2016" C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის საქართველოში ეს სენი სრულიად დამარცხებული იქნება.



„ჯანდაცვა - ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ჩვენ გვახხოვს, როდესაც უსახსრობის გამო, უფულობის გამო ადამიანები საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, საყოველთაო დაზღვევა. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს ჩემს სამშობლოში თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მომსახურება, საავადმყოფოს მომსახურება, ეს ყველაფერი არის უფასო. ძალიან ბევრმა ადმაიანმა ისარგებლა გადაუდებელი, ძვირადღირებული ოპერაციებით და ეს პროექტები და პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება. უფრო დაიხვეწება, უფრო ხელმისაწვდომი გახდება თითოეული ჩვენგანისთვის. მე ასევე არ შემიძლია არ შევეხო ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანი არის ამ მძიმე სენით დაავადებული. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. თქვენ იცით, რომ საკმაოდ ძვირადღირებულია წამლები, რომლებიც განკურნავს ამ დაავადებას და მივიღეთ გადაწყვეტილება, წამოვიწყოთ ეს პროგრამა, რათა საქართველოში დავამარცხოთ C ჰეპატიტი და ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ 2020 წლისთვის ეს მძიმე სენი საქართველოში იქნება დამარცხებული და არცერთი ადამიანი არ გვეყოლება ამ სენით დაავადებული. ისინი სრულიად ჯანსაღები, სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს და საზოგადოებას. დაახლოებით 3 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე ისარგებლა ამ პროგრამით და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად გამოჯანმრთელდნენ და ეს მისასალმებელია", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner