logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ახორციელებს დამოუკიდებელ მაუწყებლობას
- +

5 ოქტომბერი. 2016. 23:40



„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „უპრეცედენტო მოვლენაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს თავისი ტელევიზია, მაგრამ რიგით მეორე ოპოზიციურ პარტიას აქვს".

 

„ნაციონალური მოძრაობის" სამი ტელევიზია იყო, რომლებიც პირდაპირ კონტროლდებოდნენ. „საზოგადოებრივი მაუწყებელი", „რუსთავი 2" და „იმედი" იყვნენ სრული კონტროლის ქვეშ. დღეისათვის ამ სამ ტელევიზიას რომ შევეხოთ, პირველად საქართველოს ისტორიაში „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ახორციელებს დამოუკიდებელ მაუწყებლობას. რაც შეეხება „იმედს", დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს და „რუსთავი 2"-ს რაც შეეხება, ვიცით, რა მდგომარეობაა, ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშაა. ესეც უპრეცედენტო მოვლენაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს თავისი ტელევიზია, მაგრამ რიგით მეორე ოპოზიციურ პარტიას აქვს. ასევე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც საშუალება მისცა ჩვენს მოსახლეობას, ათჯერ მეტი ტელეარხი მიიღონ უფასოდ, განსაკუთრებით რეგიონებში",- განაცხადა კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner