„საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ", - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემა „არჩევანში" განაცხადა.
ამ კონტექსტში ვიცე-პრემიერმა ვიზა-ლიბერალიზაცია ახსენა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ხელისუფლების საამაყო მიღწევაა.
„შეიძლება, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იწერდნენ იმ წინსვლას, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ მინდა ვთხოვო ყველას, ნურავინ დაისაკუთრებს ამ წინსვლას. მეამაყება ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზო მიმოსვლას ევროპულ ქვეყნებში.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი დარბოდა ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას" არ დაეწერა წინასაარჩევნოდ ქულები, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ეს არ გაუვიდათ", - განაცხადა კალაძემ.