მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რაც მეტი „ნაცლანძღვა" (ისე, ლანძღვა რომ ზოგჯერ განახლებადი იყოს, ცუდი არ იქნებოდა, თორემ მოსაბეზრებელი ხდება) ტალღასავით შემოდის ჩემს დადებულ პოსტზე, მით უფრო ვრწმუნდები... მოხვდა ისარი მიზანს... საზომი უტყუარია!" - წერს ზურაბიშვილი „facebook"-გვერდზე.