logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფეხდაფეხ იქნება პენსიის მატება
- +

5 ოქტომბერი. 2016. 23:50



„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გადაცემაში „არჩევნები 2016" ამბობს, რომ 2012 წელთან შედარებით პენსია 80%-ით არის გაზრდილი და აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო გაიზრდება.


 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 2012 წელთან შედარებით ყველა კატეგორიის პენსია დაახლოებით 80%-ით გაიზარდა, თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ იმას, რომ პენსია, რომელიც დღეს არის, ეს არის საკმარისი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ის რაოდენობა, როგორიც ნორმალურ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში აქვთ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ფეხდაფეხ იქნება პენსიის მატება.

 

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ 2012 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა ასაკობრივი პენსია. 80%-ით მკვეთრად გამოხატული შშმ პირების პენსია. მთაში პენსია გაიზარდა დამატებით 20%-ით. ეს ეხება მთის კანონს, რომელიც ჩვენ პარლამენტში რამდენიმე ხნის წინ უკვე მივიღეთ და შესაბამისად უკვე იქ მცხოვრები ადამიანები პირველი იანვრიდან ისარგებლებენ ამ კანონის ფარგლებში", - განაცხადა კახა კალაძემ.


კალაძე ასევე საუბრობს სოლიდარობის ფონდზე, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა.



„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობის ფონდი, რომელიც შეიქნმნა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფონდი, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული ბავშვების განკურნებას", - აღნიშნა კალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner