logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მთის კანონი მოსახლეობას გაუჩენს ინტერესს, რომ დარჩნენ იქ და განახორციელონ ბიზნესი
- +

5 ოქტომბერი. 2016. 23:56



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „არჩევანი 2016" ენერგეტიკის მიმართულებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით კიდევ 800 მილიონი დაიხარჯება.


„ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება, რომელიც განხორციელდა ამ წლების განმავლობაში. მე წარმოვადგენდი დარგს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს არის ენერგეტიკა და ნამდვილად მეამაყება ის, რომ რაც ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ, ეს არის ახალი ჰიდროელექტროსადგურები, ეს არის თბოელექტროსადგური, ეს არის ქარის ელექტროსადგური, რომელიც ხვალ გაიხსნება, უახლოეს მომავალში უკვე შევა ექსპლუატაციაში და მისგან გამომუშავებულ ელექტროენერგიას მიიღებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები ენერგეტიკული მიმართულებით, ეს არის ელექტროგადამცემი ხაზები, შიდა ხაზები იმისთვის, რომ ჩვენ არ გვქონდეს პრობლემა, რადგან ერთი ამინდის ცვლილება იწვევს ელექტროენერგიის გათიშვას, განსაკუთრებით რეგიონებში, სავალალო მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით. დაახლოებით 800 მილიონი დაიხარჯება მომავალი ათი წლის განმავლობაში ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით", - განაცხადა კალაძემ.

 

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა მთის პრობლემებზე და აღნიშნა, რომ მთის კანონი მისცემს ადამიანებს იმის საშუალებას, რომ გაუჩნდეთ მთაში ცხოვრების ინტერესი და იქ განახორციელონ ბიზნესი.

 

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონების განვითარება. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, კარგად გვესმის იქ არსებული პრობლემები, რადგან მთა იცლება და ეს ძალიან ცუდია. ზუსტად მთის კანონი, რომელიც მივიღეთ, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს გავუჩინოთ ინტერესი, რომ იქ დარჩნენ, იქ განახორციელონ ბიზნესი, რადგან ამ მიმართულებით იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner