logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ქვეყანა უახლოვდება NATO-სა და ევროკავშირს
- +

5 ოქტომბერი. 2016. 23:58



„ჩვენი პროდასავლური კურსი არ არის ფასადური. თუ ქვეყანაში არის დემოკრატიის ხარისხი დაბალი, ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიჩემებს, რომ ის არის პროდასავლური", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, „ქართული ოცნების" დამსახურებაა სწორედ ის, რომ დაიწყო რეალურად პროდასავლური რეფორმების განხორციელება და პროდასავლური ნაბიჯების გადადგა. „ეს ყველაზე დიდი დამსახურებაა, რაც ცივილიზებული სამყაროს სრულყოფილ ნაწილად გვაქცევს", - აღნიშნა ჩუგოშვილმა გადაცემა „არჩევანში".


მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული საგარეო პოლიტიკა იყო ძალიან რაციონალური, მშვიდი და თანმიმდევრული.


„ქვეყანა უახლოვდება NATO-ს, ევროკავშირს. ეს ხდება ყოველგვარი ისტერიული ტონალობის გარეშე.

 

ეს 4 წელი ქვეყნისთვის იყო სტაბილური განვითარების პერიოდი. ბოლო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო. დავიწყებ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადაიყვანა ქვეყანა.

 

ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ საქართველო ყველა რეფორმას ეფექტურად ახორციელებს. ეს შედეგი იმ შრომის დამსახურებაა, რაც ამ 4 წლის განმავლობაში იქნა გაწეული", - განაცხადა ჩუგოშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner