logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ერთიანი ნაციონალური კრახი - ვარდების მოედანზე!!!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 00:24


 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„ერთიანი ნაციონალური კრახი - ვარდების მოედანზე!!!

 

დღევანდელი აქციის მერე - აშკარა გახდა, რომ ძალიან რთული იქნება ნაციონალებისათვის ბარიერის გადალახვა.

 

ამოდენა "პოზიტივი" გქონდეს, მიშასა და კეზერას მილიარდები, თათარიახლად აფეთქებული გივიიიი, მიშა ზღვის ფონზე, სანდრა მოედანზე, ძვირადღირებული რუსთავი2 და მთელი საარჩევნო კამპანიის დასაგვირგვინებლად 10-12 თუნდაც 15 ათას კაციან აქციაზე მეტი ვერ მოამობილიზო - სრული კრახია, დამთავრებაა ხალხო.

 

ალბათ ყველას კარგად გვესმის, რომ დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე ჩამწკრივებული, რაიონებიდან ჩამოყვანილი მარშუტკები, მხოლოდ დიდი ფულის ხარჯვაზე, მგზავრობით მიქანცულ მოქალაქეებზე, საფუძვლიანად გაბრაზებულ თბილისელებზე მეტყველებდა. ყველაზე თვალში საცემი კი ის იყო, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი, ერთდღიანი ტურისტები სიამოვნებით ათვალიერებდნენ ერთმანეთს თბილისის ფონზე, აგემოვნებდნენ ვენდისს და ერთი სული ჰქონდათ, როდის გამოიმუშავებდნენ საზღაურს. მუხტი -? დიახ, ეს იყო ამ აქციის მთელი მუხტი! მიშა, მიშასაც კი ვერ ყვიროდნენ ეს ადამიანები, სცხვენოდათ!!!

 

 

რა მახარებს მე? - ტყუილად არ ვიბრძოდი და ვიბრძვი მიშიზმის წინააღმდეგ. მე მოვესწარი იმ დღეს - თქვენ რომ მთავრდებით!!!

 

ახლა კი დგება ჟამი, ლაღი, ადამიანური, კეთილი და პროგრესული ცხოვრებისა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, სწრაფ განვითარებასა და კეთილდრეობას - სიყვარულით შევქმნით.

 

გაგვიმარჯოს!!!

 

პ.ს. სპეციალურად ვაქვეყნებ ვიდეოს, რომელიც აქციის პიკის დროს არის გადაღებული.

 

თავად დაითვალეთ 1000 კაცით მეტნი ხართ თუ ნაკლები", - წერს ყანდიაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner