logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: 9 წლის განმავლობაში სიღარიბე და უმუშევრობა იზრდებოდა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 00:29



„ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენებოდა ბიზნესზე ზეწოლისთვის. ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც ფორმალური იურიდიული მხარით ერთ დღეში შესაძლებელი იყო კომპანიის დარეგისტრირება და ბიზნეს-საქმიანობის დაწყება, მაგრამ შესაძლებელი იყო ერთ საათში საკუთრების დაკარგვა. ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც სასამართლო არ იყო თავისუფალი. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ ყველაფერს თავისი ეკონომიკური ფასი ჰქონდა",- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" წევრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

 

როგორც გახარიამ აღნიშნა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეალურად შეიქმნა 54 000 სამუშაო ადგილი და შესაბამისად, უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 15-დან 12%-მდე.


„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი საქართველოს გაუუმჯობესა, როგორც 2016 წლის, ასევე 2017-ის. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არ არის იდეალური ციფრები, საუბარია 2-3-4-5 %-ზე, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის საუკეთესო მაჩვენებლები რეგიონში. ამ მაჩვენებლით, როგორც მიმდინარე წლის, ასევე საპროგნოზოთი, საქართველო არის ლიდერი. იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ჩამოშლილ ეკონომიკაზე და ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს მართლაც პოზიტიური ინფორმაციაა.

 

ყველამ კარგად ვიცით, რომ 2012 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც საკუთრების უფლება არ იყო დაცული. ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენებოდა ბიზნესზე ზეწოლისთვის. ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც ფორმალური იურიდიული მხარით ერთ დღეში შესაძლებელი იყო კომპანიის დარეგისტრირება და ბიზნეს-საქმიანობის დაწყება, მაგრამ შესაძლებელი იყო ერთ საათში საკუთრების დაკარგვა. ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც სასამართლო არ იყო თავისუფალი. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ ყველაფერს თავისი ეკონომიკური ფასი ჰქონდა. ამ 9 წლის განმავლობაში სიღარიბე იზრდებოდა და ასევე უმუშევრობა. რაც შეეხება ბოლო 4 წელიწადს, რეალურად შეიქმნა 54 000 სამუშაო ადგილი და შესაბამისად, უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 15-დან 12%-მდე. 2003 წლის შემდეგ ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბე 43%-დან შემცირდა 31%-მდე.

 

საგარეო ფაქტორების გამო ეკონომიკური ზრდა რაც გვქონდა, არ იყო იდეალური. ეკონომიკის ზრდის ტემპი უნდა იყოს უფრო მაღალი, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდით საქართველო არის ლიდერი. გასაგებია ის ფაქტიც, რომ გარე ფაქტორების ზეწოლით ქართული ლარი იყო დიდი დაწოლის ქვეშ, მაგრამ რომ შევადაროთ ჩვენს ძირითად სავაჭრო ვალუტებთან შედარებით, ქართული ლარი არის ყველაზე სტაბილური.

 

ჩვენი ძირითადი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები, ამას ადასტურებს ყველა გამოკვლევა. ახალი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ძლიერმა კერძო სექტორმა. სწორედ ამიტომ ჩვენი სამომავლო აქცენტები არის ძირითადად გაკეთებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე",- განაცხადა გახარიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner