logo_geo
eng_logo
ლაშა ტუღუში: საზოგადოება ამ ბინძური თამაშისგან თავდასაცავად მზად უნდა იყოს
- +

15 მარტი. 2016. 17:51


უფლებადამცველი, გაზეთ „რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას მომავალშიც არ გამორიცხავს. აქვე ტუღუში აცხადებს, რომ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგება კადრების ავთენტურობა, რაც ცალკე პრობლემას წარმოადგენს.



„ყველაფერი, რაც შეიძლება გამოჩნდეს, მართალი არ იქნება. ძალიან მარტივია გააყალბო და შექმნა ფაბრიკაცია ასეთი ტიპის მასალებისგან. შეიძლება, ხმა მიამსგავსო, ფოტოშოპი გამოიყენო, კადრი გადაამონტაჟო, ეს არის ტექნოლოგიები, რომელსაც დღეს აქტიურად იყენებენ. ახლა რომ გამოიყრება ეს მასალები, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მაინც მოსალოდნელია, ვინ გაარკვევს, სად არის სიმართლე და სად ტყუილი. ამ ქაოსში გადარჩენა სად არის? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლება და სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას თავისი საზოგადოება", - განაცხადა ტუღუშმა.

 

 

აქვე ტუღუში აცხადებს, რომ საზოგადოებამ ბნელ ადამიანებს საკუთარი ინტერესების განხორციელების საშუალება არ უნდა მისცეს. მისივე თქმით, „საზოგადოება უნდა იყოს მზად, რომ თავი დაიცვას ამ ბინძური თამაშისგან".


 

„სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სისტემა უნდა შეიცვალოს. დღევანდელი კანონმდებლობა შესაძლებლობებს იძლევა, რომ გაგრძელდეს მსგავსი ქმედებები. ამიტომ, კანონი უნდა გაუმჯობესდეს. საზოგადოება უნდა იყოს მზად, რომ თავი დაიცვას ამ ბინძური თამაშისგან. საზოგადოებას ჩამოუყალიბდა სწორი მიდგომა, მას არ მოსწონს მსგავსი რაღაცები. ჩვენ არ უნდა ვენდოთ ასეთ სიბინძურეს, არ უნდა წავახალისოთ და მედიამ უნდა გადაკეტოს ეს არხები. ამ ბნელ და ბოროტ არსებებს თავიანთი ინტერესების განხორციელების საშუალება არ უნდა მივცეთ. მგონი, ამას ყველა კარგად ხვდება. მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა ჩამოყალიბდნენ და ვფიქრობ, ეს ასეც იქნება. ჩვენ ამ ბინძურ ხალხს უნდა ვუთხრათ უარი. არ უნდა მივიღოთ მათ ბინძურ თამაშში მონაწილეობა. ეს არის საზოგადოების ღირსეული პასუხი და ვხედავ, რომ ჩვენი საზოგადოება სწორედ ასე პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს დგას", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner