logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 02:22



„ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილ აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე და შესაბამისად, ის არც ივანიშვილის გუნდის წევრია.


ჩუგოშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის სერიოზული მხარდამჭერია, თავად პარტია კი გიორგი კვირიკაშვილის გუნდს წარმოადგენს.


,,მე ვარ გიორგი კვირიკაშვილის და "ქართული ოცნების" გუნდის წევრი. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი სერიოზული მხარდამჭერი და ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ რამეს აკეთებს ქვეყნისთვის. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პატივია, რომ ის არის დამფუძნებელი ,,ქართული ოცნების". ბიძინა ივანიშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე, როგორ უნდა ვიყო მისი გუნდის წევრი?! ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილია და ვარ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის გუნდის წევრი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


ჩუგოშვილის განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი არ არის.


,,ქვეყანასა და საზოგადოებაში ბიძინა ივაიშვილს აქვს დიდი როლი ბევრი ფაქტორის გამო. მაგალითად იმის გამო, რომ მან მოიგო არჩევნები 2012 წელს, შექმნა პარტია, რომელიც მართავს ქვეყანას, მისი პირადი სახსრებით აფინანსებს უამრავ პროექტს, რომელსაც ქვეყანა ვერ განახორციელებდა. ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner