logo_geo
eng_logo
„დავით ბაქრაძე, სანდრა რულოვსი და გიგი წერეთელი შეიძლება თავიანთივე პარტიის სამიზნეები აღმოჩნდნენ“
- +

6 ოქტომბერი. 2016. 02:24


 


რა გაფრთხილებას აძლევს ხელისუფლებას ირაკლი გოგავა? - ამის შესახებ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა. გოგავას თქმით, დავით ბაქრაძე, სანდრა რულოვსი და გიგი წერეთელი შეიძლება თავიანთივე პარტიის სამიზნეები აღმოჩნდნენ.


„ეს ლოგიკურ მსჯელობას ეფუძნება. ისინი ამაზე წამსვლელები არიან და გეგმავენ კიდეც. გიგი წერეთელი დიდი ბელადი და პოლიტიკოსი არ გახლავთ, მაგრამ ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია. მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება ეუთოს წრეებში იქნება აღქმული მტკივნეულად.  ამიტომ მოვუწოდე ხელისუფლებას, განსაკუთრებით მიაქციონ ყურადღება ამ სამი ადამიანის უსაფრთხოებას", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner