გადაცემა „არჩევანში" „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესა და ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ე.წ. პოლიტპატიმრების თემის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია.
ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ აღიარებს ხელისუფლება, რომ ჰყავს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები, რომელთა შორის იგულისხმება ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა. ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ „რუსთავი2" არის დანაშაულებრივი პარტიის ტელევიზია.