„არაპროფესიონალი" - ასე უწოდა ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემა „არჩევანში".
ნაცვლიშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებული კითხვა, რომელიც „რუსთავი2″-ის ეთერში ყოფნისას მას დაუსვეს, არა მისი მისამართით, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირაკლი აბესაძის მისამართით უნდა დასმულიყო.