ლექტორი ზაზა სიამაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით facebook-ზე წერს:
„აბა, ახლა აქეთ მოიწიეთ ენმ ხართ თუ ენმყ! სულ ეს ხართ??? სულ ეს იყო თქვენი ოინბაზობა? ამ ხუშტურს გადააყოლეთ ამდენი ჩამოსული ხალხი??? არცერთი წყევლა და გინება არ აგცდეთ, რაც თქვენ ამ თქვენმა მომხრეებმა გაიმეტეს თქვენთვის. გალაკტიონის ხიდზე დაგახვედრებთო ტრანსპორტსო და ცირკამდე აწოწიალეთ... ბუტერბროდებს დაგირიგებთო და კოლმეურნეობის მოედანზე რომ კარფურია, სამმა დამშეულმა ქალმა დროშასთან ერთად ვაშლი და ცხელი პური გამოიტანა... სამაგიეროდ, განახლებული აღმაშენებლის გამზირი ნახეს (იქამდე, ცხადია ფეხით მივიდნენ!!!) და აი, იქ ატყდა თქვენი დედების ცხლად და შიშვლად მოკითხვა. არცერთი არ აგცდეთ... ჩემი გინება იმათთან რა მოსატანია, მე საცობებს დაჩეული ვარ, მაგრამ ველ-მინდვრებზე და იალაღზე ნაცხოვრებ ხალხს რას ერჩოდით, თქვე მართლა თვინნაღრძობებო??? დამთავრდა ,,გოროდში" გამოსეირნება??? ახლა ფული გადაუხადეთ, თორემ მაგათ რომ ვერ გადურჩებით, ეს ჩემზე კარგად თქვენ იცით... სულ ცუდად ბრძანდებოდეთ!", - წერს სიამაშვილი.