logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამიას 5 000 ლარიანი ჯარიმა ემუქრება
- +

6 ოქტომბერი. 2016. 03:17



იურისტ სოფო ხორგუანის განცხადებით, ნიკა გვარამია არის დამნაშავე, რომელმაც დაარღვია კანონი საერთო სასამართლოების მოსამართლესთან კომუნიკაციის შესახებ.


კანონი საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის შესახებ 2007 წელს იქნა მიღებული, რომელშიც გაწერილია ის კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში არ შეიძლება კომუნიკაცია მოსამართლესთან.


მუხლი 3. მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა


1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.

1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]


მუხლი 9. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმება


1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 5 000 ლარისა.


2. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 10 000 ლარისა.


მუხლი 4. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა


1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს.


თუ კომუნიკაცია განხორციელდა სასამართლოს თავმჯდომარესთან, სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, იგი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, იგი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები:


ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;


ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი .



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner