logo_geo
eng_logo
Impact Hub Tbilisi - საერთო სამუშაო სივრცის საერთაშორისო ბრენდი თბილისში
- +

6 ოქტომბერი. 2016. 10:47



საერთო სამუშაო სივრცის საერთაშორისო ბრენდი Impact Hub ამიერიდან საქართველოშიც

იმუშავებს. Impact Hub Tbilisi გლობალური ქსელის სრულფასოვანი წევრი გახდა.


მულტიფუნქციური და მოქნილი ინფრასტრუქტურით, ჰაბი იქნება საუკეთესო ადგილი

მუშაობისთვის, შეხვედრებისთვის, ცოდნის მისაღებად თუ საინტერესო კავშირების

დასამყარებლად. აქ თავს მოიყრიან აქტიური, ენერგიული, მოტივირებული და სიახლეების

მოყვარული ადამიანები. ჰაბი უმასპინძლებს საინტერესო ღონისძიებებს, სასწავლო პროგრამებს, დისკუსიებსა თუ პრეზენტაციებს. პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, Impact Hub Tbilisi ხელს შეუწყობს აქტუალური და პრობლემატური საკითხების წამოწევას.


6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, Impact Hub-ში (ნინოშვილის ქუჩა #8, ფაბრიკა) გაიმართება პანელ-დისკუსია „ეკოსისტემების შექმნა მდგრადი სოციალური ცვლილებისთვის". ქართველი და


უცხოელი ექსპერტები ისაუბრებენ სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის შესახებ საქართველოში. ასევე, წარმატებული ქართველი სოციალური მეწარმეები გამართავენ პრეზენტაციებს მათი საქმიანობის შესახებ.


ღონისძიება ტარდება საერთაშორისო MitOst ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით.


ასევე, MitOst ფესტივალის ეგიდით, Impact Hub-ში, 7 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება

პანელ-დისკუსია სახელწოდებით „ინკლუზიური ქალაქები: ურბანული საჯარო სიკეთე".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner