logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: შეშლილი ნახევრადქართველი, გახრწნილი ბელადი მოუძღვის ქაჯებს!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 11:03



რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„საქართველო - ბევრ განსაცდელს გადაურჩა ჩვენი ქვეყანა: სპარსეთი, არაბები, მონღოლნი, სელჯუკნი, იმპერია, კომუნიზმი, წამგლეჯი მეზობლები... ზოგს ვაჟკაცობით ვჯობნიდით, ზოგს ჭკუით, ზოგს კუდის ქიცინით (რას იზამ, რომ არ შეწყდეს ერის ცხოვრება, დამცირებასაც უნდა გაუძლო!), ზოგს ეშმაკობით ჯაბნი, ზოგს შენი სულიერი ძალა აბნევს და გაოგნებული უკან იხევს - სხვანაირად როგორ უნდა გაუძლო ამ შემოტევას - ყველა შენ გებრძვის! და საოცრება! - გაუძელი, ენაც გახსოვს, სიმღერა, რწმენა, ქრისტეს არ უღალატე, მამაპაპურ ადათებს ერთგულად ემსახურები, საფლავებს იცავ, სუფრას წასულთა აჩრდილი გადმოგვყურებს! იყავ ბედნიერი შენ ულამაზეს ქვეყანაში - რა გინდა მეტი?!

 

არა, საშინელი ძალა ემუქრება საქართველოს - ქართველები!

 

წინ შეშლილი ნახევრადქართველი, გახრწნილი ბელადი მოუძღვის ქაჯებს! ჩვენი სისხლი სურს შესვას, ჩაგვიკლას ის წმინდა სული, ის სიმდიდრე, სასოებით რომ გადაარჩინა იბერიელთა მოდგმამ! თუ ამ ვერაგ ძალას ვერ გაუსწორდით, უარესის ღირსი ყოფილხარ, ქართველო, მომავალს ვეღარ იხილავ, დანებდი და დატკბი შენი დაცემით!" - წერს რობერტ სტურუა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner