logo_geo
eng_logo
სუს-მა „თავისუფალი ზონის“ წევრების შესახებ განცხადება გაავრცელა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 12:13



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „თავისუფალი ზონის" წევრები - მარიამ ბაშარული და და ვაჟა მორგოშია დაკითხვაზე იძულების წესით გადაჰყავთ.


როგორც „ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, ვინაიდან ბაშარული და მორგოშია რამდენჯერმე დაკითხვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ, მიიღეს მოწმის სახით მათი საგამოძიებო უწყებაში იძულებით მიყვანის შესახებ სასამართლოს განჩინება.

 

„თავისუფალი ზონის" წევრები - მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ საგამოძიებო დანაყოფში, რის გამოც მიღებულ იქნა სასამართლოს განჩინება იძულებით მოყვანაზე მოწმის სახით დაკითხვის მიზნით", - განაცხადეს სუს-ში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner