logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: პარტიის მონობა რას არ გაგაკეთებინებს, არა?
- +

6 ოქტომბერი. 2016. 12:40



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


 

„რუსთავი 2" - ეს მაინც რა იყო? რომის პაპის ვიზიტის დღეს, 21-საათიანი „კურიერი", წინა დღეს მომხდარი ტრაგედიის სპეკულირებით რომ დაიწყე და პაპი მესამე სიუჟეტად აჩვენე...

 

კიდევ მაინტერესებდა, როდესაც იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც „რუსთავი 2"-ს საქმეს იხილავს, ფარულად წერ, ზეწოლას ახდენ და ქრთამს სთავაზობ - „ჩვენ შეგინახავთ ოჯახს და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიებს მოგცემთო" ჰპირდები, იმავე დღეს გამოდიხარ და ხალხს 1 ლარის გადმორიცხვას სთხოვ, „ვიხურებით, გვიშველეთო" - ეს გაყალბებული დემოკრატიის რომელ მუხლში ჯდება?

 

რომელი რეპუტაცია დაიცავით ასე - ჟურნალისტური?

ასეთი თვითგვემა და თვითლუსტრაცია - გაუგონარი ამბავია.

მაგრამ პარტიის მონობა რას არ გაგაკეთებინებს, არა?" - წერს კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner