ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„მიშა ქარელს ვიხსენებთ და ერთ ისტორიას მოვყვები. რუს გენერალ ნაბზოროვთან საინტერესო ურთიერთობა ჰქონდა. თან აგინებდა, თან იმასთან ერთად ქეიფობდა.
ერთ-ერთი მორიგი ქეიფის დროს გენერალს საყვედური უთქვამს, რატომ მლანძღავო.
პატარა მიშას ცნობილი ციტატის გამოყენება მოუსურვებია - მოყვარეს პირში უძრახე და მტერს ზურგს უკანაო. რუსულად ეს სიბრძნე ასე მოთარგმნა თურმე:
- კაკ უ ნას ვ გრუზიი გავარიათ, დრუგუ დაიოშ ვ როტ, ა ვრაგ ვ ზად. ტი მოი დრუგო.
...
გადარეულა გენერალი და კაი ხანი თურმე სათოფეზე არ ეკარებოდა დრუგს", - წერს შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში.