logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ძირს! - 2016 წლის 8 ოქტომბერი სწორედ მიწის მიყრის დღე უნდა იყოს!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 13:39


 

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი დღეებიღა რჩება. არადა, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები თავისი მნიშვნელობით თითქმის უტოლდება 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულ და სანიშანსვეტო არჩევნებს.


4 წლის წინათ, 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა თავისი ომახიანი სიტყვა თქვა და წერტილი დასვა.


4 წლისთავზე, 8 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაიქუხოს და ახლა უკვე ძახილის ნიშანიც დასვას.


დიახ, 2016 წლის 8 ოქტომბერი არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა ბევრ რამეს საბოლოოდ და საუკუნოდ უნდა უთხრას - ძირს!


დიახ, 2016 წლის 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისულმა საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა განაცხადონ:


ძირს ტოტალიტარული რეჟიმი და ძალმომრეობა!


ძირს უკანონო მოსმენები, ფარული თვალთვალი და ადამიანების პირად ცხოვრებაში ხელების ფათური!


ძირს პოლიტიკური მართლმსაჯულება და პროკურატურის დიქტატს დამორჩილებული სასამართლო.


ძირს ადამიანების დევნა პოლიტიკური ნიშნით და ციხეების გავსება უკანონო პატიმრებით!

 

ძირს პატიმრების წამება და გაუპატიურება!


ძირს ბიზნესის დატერორება და „ღამეული გადაფორმებები", ანუ ჯიბის ნოტარიუსების მეშვეობით კერძო საკუთრების „ნებაყოფლობითი" გადაცემა სახელმწიფოსათვის!


ძირს ერთი პოლიტიკური პარტიის მსახურად ქცეული და ერთ ხმაში მოლაპარაკე მედია!


ძირს „სიკვდილის ბრიგადები" და „ნულოვანი ტოლერანტობა"!


ძირს ძალაუფლების შესანარჩუნებლად წამოწყებული ომი და მტრისთვის ქვეყნის ტერიტორიების ხონჩით მირთმევა!


ძირს საპროცესო გარიგებებით შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტი და ფინანსურ ტერორზე აგებული ეკონომიკა!


ძირს იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდა და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა!


ძირს ანტიქართული პროპაგანდის ხელშეწყობა და ანტიეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება!


ძირს მართლმადიდებლობისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ უღმერთოთათვის სასათბურე პირობების შექმნა და პროპაგანდისტული უზრუნველყოფა!


ძირს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება!


ძირს ანტიეროვნული, ქართული ტრადიციების შეურაცხმყოფელი გარყვნილი ლიტერატურის დაფინანსება და პრემიებით წახალისება!


ძირს ქართული კულტურისათვის ეროვნული სულის ამოცლა და ფსევდო-კულტურული მეინსტრიმის დამკვიდრება!


ძირს ყველაფერი, რაც ანტიქართულია, ანტიეროვნულია, რაც ქართველი ერის გადაგვარებასა და ქართველთა „ახალი ჯიშის" გამოყვანას ემსახურება!


დიახ, 2016 წლის 8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ამ ყველაფერზე უნდა თქვას - „ძირს!" - მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველო წარსულში დაბრუნებას არ დაუშვებს!

 

ძირს სახელმწიფო დამნაშავეებთან კოჰაბიტაცია და მათთან ენის მოჩლექით საუბარი!


ძირს გახმაურებული დანაშაულების გამოუძიებლობა და ჯალათური სისტემის შემქმნელთა დაუსჯელობა!


ძირს ყოველგვარი ლოიალობა წამებისა და გაუპატიურების პოლიტიკური იდეოლოგებისადმი!


ძირს ბრმა და მონური მორჩილება საერთაშორისო პოლიტიკური ძალებისადმი, რომლებიც საქართველოს შინაურ საქმეებში თავხედურად და უტიფრად ერევიან!


ძირს გარედან თავსმოხვეული დირექტივების უსიტყვო შესრულება!


ძირს სამართლიანობის არაღდგენა!


ძირს პორტირებულობა და ცხვრის ქურქში გახვეული მგლებისათვის ახალი ასპარეზის მიცემა!


ძირს ყველაფერი, რასაც ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბერს უთხრა უარი, მაგრამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ბოლომდე მიწა ვერ მიაყარა!


2016 წლის 8 ოქტომბერი სწორედ მიწის მიყრის დღე უნდა იყოს!

 

საქართველოს ლოდინისა და კომპრომისების დრო აღარ აქვს!




ჯაბა ხუბუა

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner