logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანმა ბეგი სიხარულიძეს იუბილე მიულოცა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 13:46



ლანჩხუთსა და ჩოხატაურში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო წილოსანმა 70 წლის იუბილე მიულოცა საფეხბურთო კლუბ „გურიას" ვეტერან ფეხბურთელს ბეგი სიხარულიძეს.


„ჩვენი სახელოვანი კლუბის სახელოვან წარმომადგენელს გილოცავთ ამ თარიღს და მადლობას გიხდით იმისთვის, რაც ჩვენი „გურიისთვის" გააკეთეთ და დღესაც აკეთებთ", - მიმართა ნინო წილოსანმა იუბილარს.


შეხვედრას ესწრებოდა ლანჩხუთის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, „გურიის" ყოფილი კაპიტანი თემურ ჩხაიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner