logo_geo
eng_logo
ხატია მოისწრაფიშვილი: ვისაც „ნაციონალები“ და მიხეილ სააკაშვილი მოგწონთ, ღმერთმა შეგარგოთ!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 14:39



შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ვინც მიცნობს და საკმაოდ ბევრს ვიცნობ ამ სივრცეში, იცის ჩემი პოლიტიკური სიმპათიების შესახებ, ასევე, არასდროს დამიმალავს ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება როგორც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის, ისე „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. ვისაც ეს ორი სუბიექტი მოსწონს და მისი მხარდამჭერია, ღმერთმა შეარგოს, მაგრამ იქნებ ამიხსნათ, ვის გჯერათ ან რას გმატებთ ჩემი სახელით ვითომ მოწონებული (liked) სააკაშვილის facebook-გვერდი?! დაიმახსოვრეთ!!! მე თქვენ არ გიწონებთ!!!" - წერს ხატია მოისწრაფიშვილი სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner