logo_geo
eng_logo
თრუსოს ხეობაში მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს
- +

6 ოქტომბერი. 2016. 15:12



შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში, სამი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს.



შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასულ სამ ახალგაზრდას, ამინდის გაუარესებისა და რთული რელიეფის გამო, გზის გაკვლევა გაუჭირდა და დახმარება ესაჭიროებოდა.



შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე გადაფრინდნენ. წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ახალგაზრდები დროულად იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner