logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: ეს არ ნიშნავს, რომ მე პრორუსი ვარ!
- +

15 მარტი. 2016. 19:01




„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:

 

„მე - ქართველი ვარ!..

 

როცა მე მომწონს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე პროამერიკელი ვარ და მონური თრთოლვით ველი თეთრი სახლის დერეფნებში ყოველ გაფაჩუნებას!

 

როცა მე მომწონს, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო გეი-მაფიას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე პრორუსი ვარ და სიამოვნებისგან ვკრუტუნებ კრემლის საათის ყოველ აყროყინებაზე!

 

როცა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და უკიდურესად შეურაცხყმყოფელია, რომ ევროკავშირის მამები ბედავენ და ქართველთა სულიერ მამას, ათასწლოვანი ქართული სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ლგბტ-სექტის მიუღებლობისთვის, „სიძულვილის ენით მოლაპარაკე ჰომოფობს" უწოდებენ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე ანტიევროპელი და პრორუსი ვარ!

 

მე ვარ ქართველი - სისხლით, ხორცით და ათასწლოვანი გენეტიკური მართლმადიდებლური კოდით!

 

დიახ, მე ვარ - ქართველი და არანაირი „ესე იგი"!

 

ამიტომ, მე, როგორც ბედისწერით ქართველი, ვალდებული ვარ, სამშობლოსა და მშობელი ერის წინაშე, ყველაფერი გავაკეთო, რომ გადავარჩინო, დავიცვა და, თუ საჭირო გახდა, შევეწირო კიდეც ღვთისმშობლის წილხვედრისთვის ბრძოლას!

 

მე, ჩემი წინაპრების წმინდა სისხლის წინაშე, ვალდებული ვარ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვებრძოლო რუსეთს, როცა ის ჩემს საქართველოს ერჩის!

 

მე, ჩემი ჯიშისა და გენის გადასარჩენად, ვალდებული ვარ, სისხლის უკანასნელ წვეთამდე ვებრძოლო ამერიკას, როცა ის ჩემი მომავალი თაობის დეგენერაციას და გაამერიკელებას ესწრაფვის!

 

და არ არსებობს ძალა, რომელიც მე ამ ბრძოლაში დამამარცხებს!

 

რადგან მე უკვე მოვინელე რომის, არაბეთის, სპარსეთის, ბიზანტიის, ოსმალეთის, თათარ-მონღოლეთისა თუ რუსეთის უდიდესი და ძლევამოსილი იმპერიები, რომლებიჩ ჩემი სამშობლოს განადგურებაზე ოცნებობდნენ...

 

და ათასწლოვანი უთანასწორო, უსასტიკესი ომების შემდეგაც, მე კვლავაც ამაყად, მთელი მსოფლიოს გასაგონად, ვამბობ:

 

მე - ქართველი ვარ!!!

 

იმიტომ, რომ უფალი არის ჩემთან! იმიტომ, რომ მე ვარ უფალთან!.. აწ და მარადის! უკუნითი უკუნისამდე!" - წერს გიგაური.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner