logo_geo
eng_logo
ნანა ლორთქიფანიძე: „ქართული ოცნება“, ბრავო!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 15:21



მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: 


„ისტერია „რუსთავი 2"-ზე! ოფლდასხმული გადარეული ჟურნალისტები! ხელებში თაბახები უცაცახცახებთ. მათი ფავორიტი პარტია სულს ღაფავს, საათებს ითვლის. კითხვებს სვამენ, თვითონვე პასუხობენ, ასე ყველაფერი როგორ იციან - სეისმოლოგია, მელიორაცია, ისტორია, არქეოლოგია, ციფრები! აკაკის სქემები და ა.შ. ძალიან საცოდავად გამოიყურებით, არაპროფესიონალურად. აღგზნებულები და გაბოროტებულები! რა საშინელებაა, პარტიის პრეზენტაცია კი არა, ბაზარი მოაწყვეს. არა უშავს, 8 ოქტომბრის მერე დაწყნარდებიან და შეგუების პერიოდი დაეწყებათ. „ქართული ოცნება", ბრავო!!!" - წერს ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner