ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„აუ, ძალიან რომ არ ამოგეყვანათ ყელში, არ დავწერდი ამას, მაგრამ ვწერ და კარგად დაიმახსოვრეთ!!!
„იმედის" შტურმით აღების შემდეგ, გივია თარგამაძის კარზე რიგში მდგომი ჟურნალისტები, რომელთთავისაც სპეციალური სტუდიები შეიქმნა იმისთვის, რომ 2007 წელს, თვეში 5 000 ლარები აეღოთ თავისი ბონუსებით, მორალს მე ნუ წამიკითხავთ!!!
თუ არ გახსოვთ, თუ გგონიათ, რომ ვინმემ არ იცის, გაგახსენებთ დეტალურად!
ზოგმაც 100 000 აიღო იმაში, რომ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეეტანათ, ვერ მოახერხეს და „დაავაზვრატებინეს", დიახ, ამ სიტყვას ვიყენებ ზუსტად, იმიტომ რომ ასე იყო ეს!" - წერს თამუნა ლეფსვერიძე.