logo_geo
eng_logo
თამუნა ლეფსვერიძე: მაძლევთ ამის თქმის ნებას?! მადლობა!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 15:57



ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ისტორია, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

2012 წლის სექტემბრის ბოლო... გურიაში ვარ არჩევნებზე... ოზურგეთში... „გურია ნიუსის" ჟურნალისტი და ოზურგეთის ბიუროს ხელმძღვანელი...

 

მოდის ჟურნალისტი, რომელსაც მოაქვს ჩანაწერები. დაახლოებით 6 ინტერვიუა ჩაწერილი. 6 წყარო... ერთ-ერთ სოფელში, რომლის სახელსაც იდენტიფიცირების გამო არ ვამბობ, სოფელი ძალიან პატარაა...

 

10 წლის გოგონას აქვს სარკომა... მას სჭირდება სასწრაფო ოპერაცია... გადარჩენისთვის!!! სიცოცხლისთვის!!! ორ კვირაში არჩევნებია...

 

რესპონდენტები, დედ-მამა, მეზობლები და მთელი სოფელი გვიყვება, რომ მათთან მისული იყო რამაზ ნიკოლაიშვილის წარმომადგენელი (ასახელებენ კონკრეტულ ადამიანს, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირს), რომელმაც მათ უთხრა, რომ ბავშვის ოპერაციის ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდნენ, თუკი მთელი სოფელი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას" და რამაზ ნიკოლაიშვილის მისცემდა. მთელ სოფელს ასეც ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან პატარა გოგოს სიცოცხლე იყო საფრთხეში...

 

ჩავვარდით აბსოლუტურ დილემაში. აქეთ ბავშვის სიცოცხლე და იქით ფაქტები ზეწოლის შესახებ... რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩანაწერები არ გამოგვექვეყნებინა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული რამ ამქვეყნად ადამიანის სიცოცხლეა...

 

ფული გადაურიცხეს... ბავშვი გადარჩა... სტატია გამოქვეყნდა არჩევნების შემდეგ...

 

მაგრამ მე მაქვს თუ არა უფლება, ვთქვა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, ნიკოლაიშვილები ვიხილო პარლამენტში? ისევე, როგორც ვამბობდი, რომ ყეენიშვილები, ჯაჭვლიანები, ფარცხალაძეები, ჭიკაიძეები და უამრავი სხვა ამ ქვეყნისთვის უხერხული იყო?!

 

და შეიძლება ვთქვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ნამდვილად კარგი პროექტია თუნდაც იმიტომ, რომ 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ხმების მიცემა-არმიცემაზე აღარ იქნება დამოკიდებული?!

 

მაძლევთ ამის თქმის ნებას?!

 

მადლობა!!!" - წერს თამუნა ლეფსვერაძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner