საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქამია, რომ მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა.
დღევანდელ შეხვედრაზე არ დასახელებულა თავმჯდომარეობის კანდიდატურები.
„2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხზე. ასევე, მათ შორის გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა. შეხვედრაზე თავმჯდომარის კანდიდატურა/კანდიდატურები არ დასახელებულა", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.