logo_geo
eng_logo
მაკა სახურია: მგონია, რომ ჯალათისადმი მონობის სინდრომს სამეგრელო თავს მალე დააღწევს
- +

6 ოქტომბერი. 2016. 16:56



ფილოლოგი მაკა სახურია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„სამეგრელოს რაც სჭირს, ეს არის ჯალათისადმი მსხვერპლის სიყვარულის უმძიმესი ფსიქოლოგიური სინდრომი. ეს რეზო ინანიშვილის მოთხრობის, „ლარას" გმირის, სტალინიზმის მსხვერპლის, რეჟიმისადმი ერთგულების სინდრომია. დიახ, სამეგრელო ფეხქვეშ ჰყავდა გაგდებული ახალაიების ბინძურ კლანს და ხალხის ნაწილი იქიდან ვერ გამოვიდა. მადლობა უფალს, რომ მცირეა ის ნაწილი, მაგრამ ყველა ჩვენი ეროვნული სხეულის ნაწილია. მე მაინც მგონია, რომ ჯალათისადმი მონობის საზარელ სინდრომს ეს ხალხი თავს მალე დააღწევს", - წერს მაკა სახურია.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner