logo_geo
eng_logo
ნაციზმის პათ-ანატომია?! მცირე რეპლიკა მეგობრებს და კოლეგებს
- +

6 ოქტომბერი. 2016. 16:58

 

 

ამთავითვე უნდა განვაცხადო, რომ „ასავალ-დასავალის" აქტიური მკითხველი არ გახლავართ, თუმცა ჩემთვის საინტერესოს ხშირად ვპოულობ და ამიტომ აჟიოტაჟმა, რომელიც გაზეთის ბოლო ნომერმა გამოიწვია, დამაინტრიგა. მოვიძიე და ჩემდა გასაკვირად, ვერსად წავაწყდი. სათაურში„მეგობრები" და „კოლეგები"ტყუილად არ მიხსენებია, სწორედ მათი დახმარებით მოვიხელთე „მთელი" ორი ეგზემპლარი და გავეცანი.  ამ რეპლიკის ობიექტი ჩანართის პირველი გვერდია, სადაც მსხვილი შრიფტით ვკითხულობთ - ნაციზმის ანატომია. პირველი ოთხი ასო სხვა ფერისაა.  ვფიქრობ, უფრო სწორი იქნებოდა, თუ მეორე სიტყვა - ანატომიას, წინ ასევე სხვა ფერით აკრეფილ სამ ასოს დაამატებდნენ - პათ. მივიღებდით ასეთ სათაურს: - ნაციზმის პათანატომია. სამ ასოს ზოგადად ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და აქაც უფრო ზუსტად გამოხატავდნენ რეალურ სურათს, რადგან ნაცსექტის ქმედებები პათოლოგიის კატეგორიას უფრო განეკუთვნება.

პატივისცემით, კოლეგა და მეგობარი თამაზ ჩიქვანაია






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner