logo_geo
eng_logo
საქართველოში მედიის პროფესიულ კავშირი დაფუძნდა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 17:31



გაერთიანებული პროფკავშირის ბაზაზე ახალი დარგობრივი გაერთიანება ჩამოყალიბდა. GMTU საქართველოს მედიის პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც ჟურნალისტების, ოპერატორების, მემონტაჟეების, ფოტოგრაფებისა და მედიაში დასაქმებული პერსონალის უფლებებს უკვე დღეიდან დაიცავს.


კავშირს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფესიული ორგანიზაციის ლიდერები ხელმძღვანელობენ. გაერთიანების თავმჯდომარედ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის" ჟურნალისტი ლაშა მესხი იქნა არჩეული, ხოლო საპატიო თავმჯდომარედ ოპერატორი კახაბერ ჯანაშვილი.

 

„ვფიქრობ დღევანდელი დღე წინგადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ საქართველოს პროფკავშირული მოძრაობისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. საერთაშორისო და დასავლური გამოცდილება პროფკავშირული მოძრაობების მიმართულებით ძალიან პროგრესული და წარმატებულია. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მედიის პროფესიული გაერთიანება. უკვე დღეიდან ჩვენ საქართველოს მასშტაბით ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟისა და ყველა დასაქმებულის უფლებებს დაიცავს", - განაცხადა მესხმა ორგანიზაციის პრეზენტაციაზე.


ღონისძიებას სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებოდნენ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner