logo_geo
eng_logo
ეროსი კიწმარიშვილის ჩვენება აგვისტოს ომთან დაკავშირებით!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 17:51



სააგენტო nsp.ge  სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილი აგვისტოს ომის მოვლენების გამოსაძიებელი კომისიის ( ე.წ. პაატა დავითაიას კომისია) დასკვნას აქვეყნებს, რომელსაც ჩვენება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დამფუძნებელმა, ეროსი კიწმარიშვილმა მისცა.



„გთავაზობთ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილი აგვისტოს ომის მოვლენების გამოსაძიებელი კომისიის ( ე.წ. პაატა დავითაიას კომისია) იმ სხდომის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს, როდესაც კომისიას ჩვენება ეროსი კიწმარიშვილმა მისცა.


როგორც საზოგადოებას ახსოვს, კომისიის სხდომა მაშინ კიწმარიშვილ­თარგამაძის ინციდენტის გამო ჩაიშალა.


აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა მას შემდეგ, ჩაიშალა, რაც ყოფილი ელჩი რუსეთში, ეროსი კიწმარიშვილი კომისიის წევრებთან დებატების რეჟიმში 3 საათზე მეტ ხანს საუბრობდა.


მან სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც გავლენიანმა დეპუტატმა უმრავლესობიდან, გივი თარგამაძემ, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მისი მისამართით კალმისტარი ისროლა. პირდაპირ ეთერში, რა რეჟიმშიც სხდომის ტრანსლირება ხდებოდა, გაურკვეველი იყო ის კონკრეტული მიზეზი, რამაც თარგამაძის მოქმედება განაპირობა. თუმცა მან მოგვიანებით, როცა კომისიის წინაშე ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, განაცხადა, რომ კიწმარიშვილისაგან შეურაცხმყოფელი სიტყვა ­ „გარეწარი" ვერ მოითმინა.


კიწმარიშვილის დაკითხვა კომისიაზე ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ამ დრომდე ჩატარებულ მოსმენებთან შედარებით, სადაც მან რამოდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა.


 მცირე დაძაბულობა სხდომის დაწყებისთანავე წარმოიშვა, როდესაც კიწმარიშვილმა თავისი ჩვენება 2004 წლის მოვლენებიდან დაიწყო. თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ სთხოვა მას იმ პერიოდზე გაემახვილებინა ყურადღება, როდესაც მას რუსეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა, 2008 წლის აპრილის და 2008 წლის ივლისის პერიოდში. სწორედ ივლისში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა, რომ მისმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე, კიწმარიშვილი მოსკოვიდან გამოიწვიეს. თუმცა, ყოფილმა ელჩმა დაიჟინა, რომ მას 2004 წლიდან მოყოლებული სურდა მოვლენების მიმოხილვა, რადგანაც, მისი თქმით, იმ დროს იგი დაახლოებული იყო სააკაშვილთან და მის ადმინისტრაციასთან.


ქვემოთ მოცემულია კიწმარიშვილის ჩვენების ძირითადი პუნქტები:


2004 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მე გამაგზავნეს მოსკოვში პრეზიდენტ სააკაშვილსა და მაშინდელ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის პირველი შეხვედრის ორგანიზების მიზნით; მე პრეზიდენტ სააკაშვილისგან მქონდა რწმუნება ამ შეხვედრის მომზადების თაობაზე;


ამ შეხვედრის მთავარი შედეგი იყო ის ფაქტი, რომ პუტინსა და სააკაშვილს შორის წამოიშვა ძალიან პოზიტიური ურთიერთნდობა; ჩვენ ვეუბნებოდით რუსებს, რომ გვინდოდა ახალი დინამიკის შეტანა ორმხრივ ურთიერთობებში და ამ კუთხით სასტარტო პირობები იყო ძალიან კარგი;


პირველი, რაც რუსებმა გვითხრეს ის იყო, რომ ისინი იწყებდნენ ურთიერთობებს ახალ ხელისუფლებასთან სუფთა ფურცლიდან, რადგანაც მთლიანად ახალი ხელისუფლება იყო, რომელიც სათავეში მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოვიდა; რუსები გვეუბნებოდნენ, რომ მათ სურდათ შეექმნათ ფორმატები იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ორ ქვეყანას შორის წლების მანძილზე არსებობდა;


აჭარის მოვლენების დროს, რუსეთი კვლავ შეეცადა მოლაპარაკებები ეწარმოებინა რამდენიმე ძველ პრობლემაზე, თუმცა ჩვენგან არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა;


ამ განცხადების შემდეგ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა სთხოვა კიწმარიშვილს დაეკონკრეტებინა თუ რას გულისხმობდა ამაში. დეპუტატმა გივი თარგამაძემ გაამყარა ეს კითხვა და განაცხადა, რომ კომისიის წევრებს მეტი დეტალები სჭირდებათ, რათა ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზე არ დარჩეს;


კიწმარიშვილმა უპასუხა: 2004 წლის თებერვალში პუტინის და სააკაშვილის შეხვედრის დროს და ეს თავად სააკაშვილისგან და ირაკლი ოქრუაშვილისგან [მაშინდელი გენერალური პროკურორი] ვიცი ­ პუტინმა განაცხადა, რომ ის არ იყო მზად ესაუბრა აფხაზეთის საკითხებზე, თუმცა ის მზად იყო დაეწყო ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით;


პუტინთან ამ შეთანხმებების შემდეგ ­ რომლებიც ძალიან წარმატებულად ჩაითვალა, ­ რუსეთი გაღიზიანდა აჭარაში განვითარებული მოვლენების გამო [როდესაც მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე მშვიდობიანად იქნა გაძევებული რეგიონიდან, 2004 წლის მაისში], რადგანაც მაშინდელი კრიზისის დროს, რუსეთი ცდილობდა რაღაც პლატფორმის მსგავსი ჰქონოდა, რომლის საფუძველზეც მას ექნებოდა შესაძლებლობა ევაჭრა თბილისთან იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოთ ვახსენე [სავარაუდოდ კონფლიქტის მოგვარების საკითხები]; თუმცა მათთან რაიმე დიალოგი არ დაგვიწყია;


აჭარის მოვლენების შემდეგ, როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ სრული კონტროლი დაამყარა რეგიონზე, ჩვენ დავიწყეთ სამხრეთ ოსეთის მიმართულების გააქტიურება. ­ ვანო მერაბიშვილი [მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც აჭარის მოვლენებიდან ერთ თვეში უშიშროების მინისტრი გახდა], ზურაბ ადეიშვილი [მაშინდელი გენერალური პროკურორი] და ირაკლი ოქრუაშვილი [რომელიც აჭარის მოვლენებიდან ერთ თვეში შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა] ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებში;


ირაკლი ოქრუაშვილი განსაკუთრებით აქტიური იყო ამ კუთხით და იგი პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სამხრეთ ოსეთის ლიდერ ედუარდ კოკოითთან; ეს მოლაპარაკებები არაფორმალურ ფორმატში იმართებოდა; ისინი სანადიროდაც კი დადიოდნენ ერთად;


მე ვიცი ამის შესახებ, რადგანაც მე ვმონაწილეობდი ამ საქმიანობის შედეგების განხილვებში; ეს განხილვები ძირითადად შავნაბადას სპეციალურ საპრეზიდენტო რეზიდენციაში იმართებოდა;


ოქრუაშვილი მაშინ ამბობდა, რომ მან შეთანხმებას მიაღწია კოკოითთან და ეს უკანასკნელი მზად იყო მოლაპარაკებები დაეწყო თბილისთან ცხინვალში ძალაუფლების გადაცემის თაობაზე რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ;


თუმცა, ოქრუაშვილსა და კოკოითს შორის ინციდენტი მოხდა [კიწმარიშვილმა არ დააკონკრეტა] და რეგიონში ესკალაცია დაიწყო; შემდეგ სამხრეთ ოსეთში სპეცოპერაცია განხორციელდა ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით; იმ დღეს [2004 წლის 19 აგვისტოს] ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ [ქართულმა ძალებმა] მოკლეს რვა კაზაკი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მხარეს იბრძოდნენ. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი იქნა მოკლული;


იმავე დღის საღამოს პრეზიდენტი სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი [პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი], გოგი თავთუხაშვილი [მაშინდელი შინაგანი ჯარების უფროსი] შავნაბადას რეზიდენციაში შეიკრიბნენ; მეც ვესწრებოდი შეხვედრას; იმ დროს იქ არ ყოფილა მაშინდელი პრემიერ­-მინისტრი ზურაბ ჟვანია; იგი მთავრობის კანცელარიაში იმყოფებოდა;


შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა შეკითხვა, დაგვეწყო ცხინვალზე შეტევა, თუ არა. ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ამ ოპერაციის დაწყების წინააღმდეგი იყვნენ; შემდეგ ვკითხეთ გოგი თავთუხაშვილს იყო თუ არა საკმარისი შესაძლებლობები მომდევნო რამდენიმე დღეში რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში; თავთუხაშვილმა ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა ვერ შეძლო;


ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამ ოპერაციის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგანაც ოქრუაშვილი, რომელიც სამხედრო ოპერაციას ემხრობოდა, მაშინ ძალიან დაახლოებული იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან;


ამის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი მიდის მთავრობის ადმინისტრაციაში და ხვდება ზურაბ ჟვანიას, ­ ეს თავად ზურაბ ჟვანიასა და ირაკლი ჩუბინიშვილისგან ვიცი; ჟვანია ომის კატეგორიული წინააღმდეგი იყო;


ჟვანიას მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობის გამო და ასევე ერთ­ერთ უცხოურ დედაქალაქთან სატელეფონო ზარის შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ და ომიც თავიდან იქნა აცილებული;


სამხრეთ ოსეთში ივლისი­-აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩვენ დავხურეთ გზა იმ მშვიდობიანი მექანიზმებისკენ, რომლებიც თებერვალში გაჩნდა; მე ვიმეორებ, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის სწრაფი მოგვარების შანსი გაჩნდა თებერვალში, სააკაშვილის და პუტინის შეხვედრის შემდეგ;


რუსეთი ცდილობდა დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკებები შესაძლო გარიგების თაობაზე: სამხრეთ ოსეთი რაღაცის სანაცვლოდ, ­ მაგრამ ეს ჩვენ არ განვიხილეთ; მე არ ვიცი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „რაღაც";


2008 წლის ივნისში, როდესაც მე ელჩი ვიყავი, სახელმწიფო მინისტრის იაკობაშვილის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენლებთან ­ იური პოპოვთან და ვალერი კენიაიკინთან და ამ უკანასკნელმა გვითხრა, რომ 2004 წლის ბოლოს და 2005 წლის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების კარგი შანსი არსებობდა; თუმცა ეს შანსები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გაქრა;


2004 წლის შემოდგომიდან მე შევწყვიტე ჩემი კავშირები საქართველოს ხელისუფლებასთან და შემდგომი მოვლენების შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია; მართალია, მე ვადევნებდი თვალს მოვლენებს და ყველამ იცის ის აგრესიული რიტორიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებდა რუსეთის და მისი ხელმძღვანელობის მისამართით;


2007 წლის 2 ნოემბერს მე მივიღე წინადადება შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვანო მერაბიშვილისგან გავმხდარიყავი საქართველოს ელჩი რუსეთში;


პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირადად შემომთავაზა ეს პოსტი 2008 წლის 11 იანვარს [5 იანვრის არჩევნებში სააკაშვილი მეორე ვადით იქნა არჩეული პრეზიდენტად]; მე სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის PR­-ის ხელმძღვანელი ვიყავი.


როდესაც პრეზიდენტმა ეს პოსტი შემომთავაზა, დამრჩა შთაბეჭდილდება, რომ სააკაშვილს გულწრფელად სურდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და ამიტომაც დავთანხმდი;


მე ვახლდი სააკაშვილს მოსკოვში თებერვალში, როდესაც ის მაშინდელ პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა;


როდესაც მოსკოვიდან თბილისში ვბრუნდებოდით, თვითმფრინავში, ჩემი თანდასწრებით სააკაშვილმა განაცხადა: მე საქართველოს დედაქალაქს აგვისტოში გადავიტან სოხუმში; იქ ასევე იყვნენ დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და ეკონომიკის მინისრტი ეკა შარაშიძე;


ამ დროს, კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ შეაწყვეტინა კიწმარიშვილს და ჰკითხა გულისხმობდა თუ არა პრეზიდენტი დედაქალაქის სტატუსის ფორმალურ გადატანას, თუ რაიმე სამხედრო ოპერაციას გულისხმობდა. კიწმარიშვილმა უპასუხა, რომ მისი ვარაუდით, სააკაშვილი ძალის გამოყენებას გულისხმობდა;


2008 წელს, აპრილის მეორე ნახევარში მე შევიტყვე პრეზიდენტის შიდა წრიდან, რომ მათ მწვანე შუქი მიიღეს დასავლელი პარტნიორისგან სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე;


თხოვნაზე დაეკონკრეტებინა დასავლელი პარტნიორი, კიწმარიშვილმა განაცხადა: აშშ­ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემდეგ [19 მარტს ვაშინგტონში], ჩვენი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ აშშ­-ის მხარდაჭერა სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე;


ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, მე აშშ­ს ელჩს თბილისში ჯონ ტეფტს შევხვდი და ვკითხე მას მართალი იყო ეს, თუ არა, რაც მან კატეგორიულად უარყო;


შემდეგ კიწმარიშვილს, კომისიის წევრებმა მმართველი პარტიიდან, მოსთხოვეს განემარტა რას გულისხმობდა ის "ხელმძღვანელობაში" და საიდან შეიტყო მან ამის თაობაზე. კიწმარიშვილმა უპასუხა: მე ვერ გავამხელ იმ პირებს, რომელთაც ეს მითხრეს, მათი უსაფრთხოების მოტივით;


აშშ­ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ, განაგრძო კიწმარიშვილმა, მე წავედი პრეზიდენტ სააკაშვილთან შესახვედრად; იმ შეხვედრას ასევე ესწრებოდა დავით ბაქრაძე და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი;


კიწმარიშვილს ჰკითხეს დასვა თუ არა მან საკითხი აშშ-ი­ს მწვანე შუქის თაობაზე. კიწმარიშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ბაქრაძემ უარყო რაიმე მწვანე შუქის არსებობდა, თუმცა მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ ბაქრაძემ, ეს „არც დაადასტურა, არც უარყო. სააკაშვილი კი, მისი თქმით, დათანხმდა, რომ ამგვარი ინფორმაცია არსებობდა, თუმცა „იგი დაინტერესდა, ვინ იყო წყარო და ვინ უთხრა მას ამის შესახებ";


შეხვედრის შემდეგ მე გავაფრთხილე არ განეხორციელებინათ სამხედრო ოპერაცია და ვკითხე თავდაცვის მინისტრს გაგვაჩნდა თუ არა საკმარისი შესაძლებლობები სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად. კეზერაშვილმა მიპასუხა: „მომდევნო ოთხი წლის მანძილზე აღარ გვეყოლება ისეთი ძლიერი არმია, როგორიც ახლა გვყავს";


სამხედრო ოპერაცია უნდა განხორციელებულიყო აფხაზეთის მიმართულებით; ჩამოიყვანეს სამხედრო ინსტრუქტორები ისრაელიდან ამ სამხედრო ოპერაციის მოსამზადებლად;


კეზერაშვილმა ასევე განაცხადა შეხვედრაზე, რომ ოპერაცია უნდა დაწყებულიყო მაისის დასაწყისში ან მანამ, სანამ თოვლი დადნებოდა უღელტეხილებზე;


ეს გადაწყვეტილება არ განხორციელებულა;


მოსმენისას, ამ დროს დეპუტატი გივი თარგამაძე ჩაერია, რომლის განცხადებითაც: „სამწუხარო ტრადიცია ჩამოყალიბდა, როდესაც თანამდებობებიდან გათავისუფლების შემდეგ, ადამიანებს უხარიათ ისაუბრონ კერძო საუბრების შინაარსზე..." კიწმარიშვილმა გააწყვეტინა თარგამაძეს და უთხრა კომისიის თავმჯდომარეს, რომ თარგამაძის ამ განცხადებას არაფერი აქვს საერთო იმ საკითხთან, რომელიც მოსმენაზე განიხილება. მაგრამ თარგამაძემ უპასუხა: „თქვენ თავად საუბრობთ ისეთ რამეებზე, რასაც არაფერი აქვს საერთო განსახილველ საკითხთან". შემდეგ მან ჰკითხა კიწმარიშვილს, რატომ დათანხმდა ელჩის თანამდებობაზე და რატომ არ ისაუბრა საჯაროდ, თუ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა. კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მან ეს არ გააკეთა, რადგანაც სურდა ეს შიგნიდან მოეგვარებინა;


შემდეგ კიწმარიშვილმა განაგრძო: ჩვენ იმ დროს ვიღებდით ინფორმაციას, რომ რუსები აპირებდნენ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას აგვისტოში ზემო კოდორის ხეობაში იქიდან ქართული ძალების გამოძევების მიზნით;


ეს სამხედრო ოპერაცია, განაგრძო მან, გადაიდო რუსების მიერ აფხაზური მხარის თხოვნის საფუძველზე, რადგანაც სოხუმს არ უნდოდა ტურისტული სეზონის ჩაშლა;


აშშ­-მა აქტიური ნაბიჯები გადადგა აფხაზეთთან მიმართებაში და სოხუმში ჩავიდა მეთიუ ბრაიზა [2008 წლის 10 მაისსს].


აწ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ჩვენების მეორე ნაწილი, რომელიც უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს უკავშირდება:



ვინ ჩამოვიდა საიდუმლო ვიზიტით აგვისტოს ომამდე მოსკოვიდან და სად შეხვდა მას სააკაშვილი?


„გამიკვირდა, როდესაც გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ე.წ. გეგმას ემხრობოდა, განაცხადა, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რამდენიმე საათში აგვეღო ცხინვალი;


იაკობაშვილმა თქვა, რომ ქართულ მხარეს შეეძლო სამ საათში აეღო ცხინვალი; როდესაც მე ვუთხარი, რომ საპასუხო რეაქცია იქნებოდა, იაკობაშვილმა განაცხადა: „რუსები თითსაც არ გაანძრევენ"(!?)


ვიფიქრე, რომ ბატონი ნარიშკინის სურვილი, ჩამოსულიყო საქართველოში და პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტი, კარგი ნიშანი იყო შესაძლო დიალოგისთვის, რუსეთთან ახალი ურთიერთობების დასაწყებად;


10 ივლისს პრეზიდენტი სააკაშვილი მირეკავს - ­ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ზარი არ განხორციელებულა დახურული ხაზის საშუალებით­ - და მეუბნება: „ეს ვიღაც ნარიშკინი მართლა ჩამოდის თბილისში? მე ვუპასუხე, ჩამოდის; შემდეგ სააკაშვილმა მითხრა: „კარგით, უთხარით ჩამოვიდეს, მაგრამ უთხარით ნარიშკინს, ახლახანს შევხვდით კონდოლიზა რაისს [თბილისში 10 ივლისს] და კარგ მდგომარეობაში ვართ". ამ საათში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებ­გვერდზე განათავსა განცხადება, სადაც აღიარა, რომ მისმა უპილოტო თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე;


დაახლოებით ერთი წლის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-­ის დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.


მისი გარდაცვალებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ კიწმარიშვილი მოკლულია, ხოლო მკვლელობა აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიებას უკავშირდება, რადგან იმ პერიოდში მას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტი ეკავა რუსეთში და შესაბამისად, ბევრი ინფორმაციის მატარებელიც იყო.


გთავაზობთ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილი აგვისტოს ომის მოვლენების გამოსაძიებელი კომისიის ( ე.წ. პაატა დავითაიას კომისია) იმ სხდომის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს, როდესაც კომისიას ჩვენება ეროსი კიწმარიშვილმა მისცა.


როგორც საზოგადოებას ახსოვს, კომისიის სხდომა მაშინ კიწმარიშვილ­თარგამაძის ინციდენტის გამო ჩაიშალა.


აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა მას შემდეგ, ჩაიშალა, რაც ყოფილი ელჩი რუსეთში, ეროსი კიწმარიშვილი კომისიის წევრებთან დებატების რეჟიმში 3 საათზე მეტ ხანს საუბრობდა.


მან სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც გავლენიანმა დეპუტატმა უმრავლესობიდან, გივი თარგამაძემ, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მისი მისამართით კალმისტარი ისროლა. პირდაპირ ეთერში, რა რეჟიმშიც სხდომის ტრანსლირება ხდებოდა, გაურკვეველი იყო ის კონკრეტული მიზეზი, რამაც თარგამაძის მოქმედება განაპირობა. თუმცა მან მოგვიანებით, როცა კომისიის წინაშე ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, განაცხადა, რომ კიწმარიშვილისაგან შეურაცხმყოფელი სიტყვა ­ „გარეწარი" - ვერ მოითმინა.



● მეთიუ ბრაიზას სოხუმში ვიზიტს მოჰყვა ირაკლი ალასანიას ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სოხუმში [12 მაისს]; შემუშავდა ე.წ. ალასანიას დოკუმენტი;


● ეს არის ორგვერდიანი დოკუმენტი და მისი მთავარი არსია ძალის არგამოყენების დოკუმენტის ხელმოწერა.


შემდეგ მას სთხოვეს დოკუმენტის დეტალები დაეკონკრეტებინა; კიწმარიშვილმა უპასუხა, რომ ძალის არგამოყენების საკითხი დოკუმენტის მთავარი ასპექტი იყო; კითხვაზე, თუ პირადად ის რას ფიქრობდა ამგვარ დოკუმენტზე და ძალის არგამოყენების დაპირებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში რუსეთი ყოველთვის არღვევდა ამგვარ შეთანხმებებს, კიწმარიშვილმა უპასუხა, რომ მისი პოზიცია ამ დოკუმენტის მიმართ დადებითი იყო, რადგანაც ერთი მხრივ, აშშ ჩაერთო პროცესში და მეორე მხრივ, თავად ირაკლი იყო ჩართული; მან ახსნა, რომ ირაკლი ალასანია იყო ადამიანი, რომელიც პატივისცემით და ნდობით სარგებლობდა აფხაზურ მხარეს, სხვა ოფიციალური პირებისგან განსხვავებით; მან ასევე განაცხადა, რომ ერთი მხრივ იყო ინფორმაცია, რომ რუსები აპირებდნენ სამხედრო ოპერაციას კოდორში და მეორე, ქართული მხარეც განიხილავდა ძალის გამოყენების საკითხს, ძალის არგამოყენების შესახებ შემოთავაზებული დოკუმენტი დადებითი ნაბიჯი იქნებოდა ესკალაციის თავიდან ასაცილებლად;


● ამ დროს ჩაერია გივი თარგამაძე და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდა და ის განიხილეს სტოკჰოლმში ივნისის შუა რიცხვებში აფხაზურ მხარესთან გამართულ შეხვედრაზე, თუმცა აფხაზურმა მხარემ უარყო თბილისის ყველა წინადადება;


● ამის საპასუხოდ კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ უარყო წინადადება, რადგანაც საქართველოს დელეგაცია ძირითადად ქორებისგან შედგებოდა [შვედეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, დეპუტატი მმართველი პარტიიდან ნიკა რურუა და ირაკლი ალასანია];


●ჩემი მცდელობები ელჩობის დროს მიმართული იყო პოზიტიური ნიადაგის შექმნისკენ მოსკოვთან შესაძლო დიალოგისთვის, რადგანაც პოსტს ახალი პრეზიდენტი [დიმიტრი მედვედევი] იკავებდა;


● რუსეთის მიმართულებით მომუშავე ჯგუფს, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობდა, სჯეროდა, რომ უნდა გამოგვეყენებინა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება მოსკოვთან ურთიერთობების დასამყარებლად; ორგანიზებულ იქნა წამყვანი რუსი ჟურნალისტების ვიზიტი საქართველოში; მაისი-­ივნისის პერიოდში თბილისიდან ანტი­რუსული რიტორიკაც არ ყოფილა;


● ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ რუსული საზოგადოების ნაწილი მზად იყო თბილისთან დიალოგისთვის და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის; მათ შორის იყო რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპერტი;


● 2008 წლის 19 ივნისს, მე, ქართველ და რუს აკადემიურ წრეებს შორის შეხვედრა მოვაწყვე; შეხვედრის თანაორგანიზატორი იყო თანამედროვე განვითარების ინსტიტუტი [რუსული ორგანიზაცია, რომელიც პრეზიდენტ მედვედევს რჩევებს აძლევდა]; რუსეთის პრეზიდენტი ამ ინსტიტუტის საბჭოს წევრია; ამ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა თემურ იაკობაშვილი, ასევე რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი და რუსი დეპუტატი მიხეილ მარგელოვი;


● ივლისის დასაწყისში მოსკოვში ჩემი წყაროებიდან მივიღე ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს სურდა თბილისში ჩამოსვლა17-19 ივლისს. მისი ვიზიტის ფორმალური მიზეზი იყო თბილისში რუსული კულტურის დღეებზე დასწრება. მე დაუყონებლივ გადავეცი ეს ინფორმაცია თბილისში და ვაცნობე გრიგოლ ვაშაძეს და მოგვიანებით ზურაბ ადეიშვილს, რომელიც მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო; რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ძალიან გავლენიანი ფიგურაა; მისი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ოფიციალური მოწვევის მიღება ქართული მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;


●  ვიფიქრე, რომ ბატონი ნარიშკინის სურვილი, ჩამოსულიყო საქართველოში და პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტი მოემზადებინა, კარგი ნიშანი იყო შესაძლო დიალოგისთვის, რუსეთთან ახალი ურთიერთობების დასაწყებად;


● 10 ივლისს პრეზიდენტი სააკაშვილი მირეკავს, ­ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ზარი არ განხორციელებულა დახურული ხაზის საშუალებით ­ და მეუბნება: „ეს ვიღაც ნარიშკინი მართლა ჩამოდის თბილისში? მე ვუპასუხე, რომ დიახ, ის ჩამოდის; შემდეგ სააკაშვილმა მითხრა: „კარგით, უთხარით ჩამოვიდეს, მაგრამ უთხარით ნარიშკინს, რომ სწორედ ახლახანს შევხვდით კონდოლიზა რაისს [თბილისში 10 ივლისს] და კარგ მდგომარეობაში ვართ". ეს მითხრა მან ტელეფონით და ეს არ იყო დახურული ხაზი. ამ ზარიდან ორ საათში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებ­გვერდზე განათავსა განცხადება, სადაც მოსკოვმა აღიარა, რომ მისმა უპილოტო თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე;


● რა თქმა უნდა, ნარიშკინის ვიზიტი ჩაიშალა; რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს ვერ ექნებოდა რაიმე შედეგები, რადგანაც ქართული მხრიდან არ იყო მზაობა რაიმე შედეგების მიღწევაზე;


● 19 ივნისს იაკობაშვილმა თქვა ჩემი თანდასწრებით და მოსკოვში გამართული შეხვედრის სხვა ქართველი მონაწილეების თანდასწრებით, მათ შორის იყვნენ საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე და კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე დავით აფრასიძე, რომ ქართულ მხარეს შეეძლო სამ საათში აეღო ცხინვალი; როდესაც მე ვუთხარი, რომ რუსეთი საპასუხო რეაქცია იქნებოდა, იაკობაშვილმა განაცხადა: „რუსები თითსაც არ გაანძრევენ";


●ამ საკითხზე გრიგოლ ვაშაძესაც ვესაუბრე ივლისის ბოლოს; ძალიან გამიკვირდა, როდესაც ვაშაძემაც, რომელიც იანვრიდან მოყოლებულ ე.წ. სამშვიდობო გეგმას ემხრობოდა, განაცხადა, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რამდენიმე საათში აგვეღო ცხინვალი;


● ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოდის რუსეთის პრეზიდენტის გამოგზავნილი პიროვნება, ­ ეს არ იყო ნარიშკინი [კიწმარიშვილმა არ დააკონკრეტა ვინ იყო]; ამ ადამიანმა მოითხოვა სააკაშვილთან შეხვედრა; შეხვედრა 21 ივლისს ბათუმში გაიმართა. ანუ, კიდევ იყო რაღაც გზავნილები მოსკოვიდან;


● 5 აგვისტოს მე მქონდა სატელეფონო საუბარი სააკაშვილთან და ვთხოვე მას მოსკოვში დავებრუნებინე; მან უარი მითხრა;


● 7 აგვისტოს 16:00 საათზე მე ისევ მქონდა სატელეფონო საუბარი სააკაშვილთან; მან მითხრა, რომ ომი იწყებოდა; არ მინდა ამ საუბრის დეტალებზე საუბარი;


● აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს სრული ინფორმაცია ჰქონდა და მზად იყო დასაწყებად; მათ წინასწარ ცხინვალში ყველა წამყვანი ჟურნალისტი გააგზავნეს;


● ჩვენ ჩაგვითრიეს ამ პროცესში და სწორედ ის გავაკეთეთ, რაც რუსებს უნდოდათ რომ გაგვეკეთებინა;


● საქართველოს ხელისუფლება იქნა პროვოცირებული თუ არ იქნა პროვოცირებული, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები განახორციელა პირველმა, 8­ში, 7-­ში [აგვისტოს];


● ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, სააკაშვილის გარემოცვაში, რომლებიც ძალიან განიცდიან იმას რაც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, გავხდით თანამონაწილეები იმ პროცესებისა, რომელშიც ჩათრეული ვიყავით რუსეთის ხელით;


● კიწმარიშვილის განცხადებით, ის ელჩობიდან „არაკომპეტენტურობის" მოტივით 12 სექტემბერს მას შემდეგ მოხსნეს, რაც ხელისუფლებას გაუგზავნა შეტყობინება, რომ არ ეთანხმებოდა იმას, რაც აგვისტოში მოხდა და მათგან გამიჯვნას აპირებდა.


ამ განცხადებების მოსმენის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ის აპირებს  მოითხოვოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმის აღძვრა ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით, რადგან იგი კომისიის სხდომაზე ინფორმაციებს არ აწვდიდიდა ელჩობის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს."


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner