logo_geo
eng_logo
ვეტერანებს შეეძლებათ, უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაიტარონ
- +

6 ოქტომბერი. 2016. 17:53



ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზნებია ვეტერანების უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება და ერთობლივი მონიტორინგის საშუალებით  ვეტერანთა მხედველობის პრობლემების დადგენა.



ლაიონსების თვალის ცენტრში პაციენტთა მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერით კლინიკის საკონტაქტო ნომერზე:  2 240114 , მისამართი: შროშის ქ.№14


ვეტერანებისთვის უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩამონათვალში შედის:

1.         მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა (ვიზომეტრია)

2.         სათვალის შერჩევა

3.         თვალშიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია)

4.         ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკა (ბიომიკროსკოპია)

5.         თვალის ფსკერის დათვალიერება და დიაგნოსტიკა.

6.         ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მკურნალობის დანიშვნა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner