ჟურნალისტი მაია კახიძე სამხედრო ჟურნალისტ ქალზე, ზაირა მიქატაძეზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„გადარეული" ჟურნალისტი - ზაირა მიქატაძე.
ეს ცინცხალი ფოტოები ავღანეთში, ქაბულში და რა ვიცი, კიდევ სადაა გადაღებული. ეს გოგო ზაირა (ჩემთვის ზაო), ორი დღეა ავღანეთში გაფრინდა. უფრო მეტი, ოცნებობდა, ნატრობდა იქ წასასვლელ ვიზას.
და ა, ბატონო, ჩაურტყეს და იქაა უკვე. ასეთი სამხედრო ჟურნალისტი ქალი არავინ მეგულება ქართულ „დუნიაზე". ორი დახატული შვილი ჰყავს და საკუთარი შვილებივით და ძმებივით დასტრიალებს თავს სამხედროებს, დაჭრილებს, დაღუპულებს... დადის საფლავებზე, მიაგებს პატივს ყველას, მათ ოჯახებს, დედებს...
რამდენ დედას მიუყვანა დაღუპული შვილი... ბოლომდე გააცილებს ხოლმე სამშობლოსთვის შეწირულ ბიჭებს და ყველას ჭირისუფალია, ვიდრე დედებს „ჩააბარებს"... ყველა ომში და საჭიროებაში მიდის გულდაგულ. ეს კი არა, მგონი, შარშან თუ შარშანწინ სოხუმში გადაიპარა, ფოტოებიც გადაიღო და ისევ უკან გადმოიპარა. ეს გადარეული ვინააა, არ ვიცი მე, არა! ზაირაა მიქატაძე!
ჯავახიშვილის უნივერსიტეტი იმისთვის დაამთავრა, რომ ასეთი თავდადებული ჟურნალისტი ყოფილიყო! ბრავო, ზაო!
ყველაზე მაგარი ხარ! მაგრამ მაინც მალე ჩამოდი, რაა..." - წერს მაია კახიძე.