მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ესეც ასე! მეტი ტურისტი ჩემს რაჭას!
ქალაქ ამბროლაურში ახალი აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია.
დღეს, 6 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პირველი დაფრენა „L - 410 Turbolet" ტიპის ორძრავიანმა, მოკლე მანძილზე საფრენმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა განახორციელა", - წერს ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში.