logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე მონაწილეობას იღებს ბერლინში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში
- +

15 მარტი. 2016. 20:03



საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე მონაწილეობას იღებს ქ. ბერლინში, მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ.


კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტარები, საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  ექსპერტები.


კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც ისაუბრა ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი ევროპისთვის ძალზედ აქტუალურ მიგრაციის კრიზისის ფონზე.კონფერენციას პირველ დღეს, 14 მარტს - გერმანიის ბუნდესტაგი, ხოლო 15 მარტს - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობდა.


თედო ჯაფარიძემ კონფერენციის ფარგლებში არაფორმალური საუბარი გამართა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან, რომელმაც აღინიშნა, რომ  საქართველო უპირობო ლიდერია ევროკავშირის ამოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში.


მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბერლინში ელოდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას.


თედო ჯაფარიძეს ასევე საუბრები ჰქონდა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტანმაიერთან.


მინისტრმა საუბრისას აღნიშნა საქართველოს უდიდესი მიღწევა ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და  მიულოცა ეს წარმატება სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით მის ყოფილ კოლეგას - ამჟამად პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner