ინტერნეტსივრცეში გამომზეურებულმა სააკაშვილისა და ნაცბანდის ლიდერთა ფარულმა სატელეფონო საუბრებმა, სადაც ნაცები სახელმწიფო გადატრიალების გეგმებზე მსჯელობდნენ, ქართველ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია! ამ შემთხვევაში მინდა, პატივცემული მკითხველის ყურადღება ერთ ფრიად მნიშვნელოვან მომენტზე - „რუსთავი 2"-ის როლზე გავამახვილო, რადგან ამაზე ცოტა ვინმე თუ ლაპარაკობს!
სააკაშვილმა ოდესიდან თავის ნაცმაცუნებს უთხრა - 8 ოქტომბერს, საღამოს, „რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლები იქნება უმთავრესი სიგნალი რევოლუციის დასაწყებადო! ანუ ნაცგეგმით, „რუსთავი 2" გამოაქვეყნებს ნაცების გამარჯვებას და ამით შექმნის არჩევნების გაყალბების სურათს, რადგან ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული რეალური შედეგები, რაღა თქმა უნდა, სრულიად საპირისპირო იქნება!
ამდენად:
1. სააკაშვილმა პირდაპირ გათქვა რევოლუციური სცენარი!
2. სააკაშვილმა პირდაპირ დააბრეხვა, ნიკა გვარამიას ეგზიტპოლები უკვე დაწერილი გვაქვსო!
3. სააკაშვილმა პირდაპირ დაადო ხელი „რუსთავი 2"-ს, როგორც რევოლუციის მთავარ რუპორს!
დიახ, ეჭვიც არავის შეეპაროს, რომ 8 ოქტომბრის 20 საათზე, როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურება, ნიკა გვარამიას „ჯიბის ტელევიზია" უკანასკნელ ხმაზე დაიწყებს კივილს, ნაცმოძრაობამ გაიმარჯვა და „ოცნების" ხელისუფლება დამარცხდაო! შემდეგ კი ეს ყველაფერი გადაიზრდება არანაკლებ უკანასკნელი ხმით კივილში „ოცნების" დიქტატურა ხმებს გამალებით აყალბებს და ყველანი - ქუჩაში დემოკრატიის დასაცავადო!
და ეს ყველაფერი სააკაშვილსა და გვარამიას რომ უკვე შეთანხმებული და ნარეპეტიციევი აქვთ, თუნდაც მთი ერთი წლის წინანდელი სკანდალური ფარული საუბრებიდანაც ჩანს!
დიახ, 2015 წლის 29 ოქტომბერს უკრაინულმა „ვიკილიქსმა" გამოაქვეყნა სააკაშვილისა და გვარამიას სატელეფონო საუბარი, რომელშიც ნაცფიურერი გვარამიას არიგებდა, როგორც კი სასამართლო „რუსთავი 2"-ის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაშინვე გადადით „რევოლუციურ სცენარზე" და სისხლის ღვრისთვის მოემზადეთო:
„მიხეილ სააკაშვილი: - უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე! უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, უნდა ბარიკადები გააკეთოთ... ზაბარიკადიროვატსა! უნდა მოიმარაგოთ წყალი, ესა, ისა და უნდა იყოთ მრავალკვირიანი „სტენდ-ოფით" (პირდაპირი ეთერი ადგილიდან - გ.გ.)... უნდა ახლავე დაიწყოთ ამის გამზადება, რკინები, ისინი, ისინი მიიტანეთ, დააწყეთ! პროსტო, ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ!
ნიკა გვარამია: - (დაღონებულად - გ.გ.) აჰა, მესმის!
მიხეილ სააკაშვილი: - უნდა გქონდეთ დაცვის ხაზი, კარვები, ესა, ისა... სხვა გზა არ არსებობს!
ნიკა გვარამია: - (ისევ დაღონებულად, ამოხვნეშით - გ.გ.) იასნა! კაი, გავიგე, ხო...
მიხეილ სააკაშვილი: - ფიზიკური „უკრეპლენიები" გააკეთეთ, „პროსტა"! მაგის სპეციალისტებიც არსებობენ, რომ ძაან ძნელი იყოს გახსნა... როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ვსიო, ძაან გაუჭირდებათ!
ნიკა გვარამია: - ცოტა შემოსავალში გამიჭირდება.
მიხეილ სააკაშვილი: - რა შემოსავალი, ჩვეულებრივი რევოლუცია, ომია!.. იშოვე ბოევიკები, რომლებიც დაიცავენ, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება!
ნიკა გვარამია: - (შიშისგან ამოიხვნეშა! - გ.გ.) მმმ...
მიხეილ სააკაშვილი: - ეგრეა, რა ვქნა?! (მხიარულად! - გ.გ.)".
ამდენად, როგორც ხედავთ, მიხეილ სააკაშვილს, ბოდიში და, ეს ჩვენი გვარამიაც და მისი „რუსთავი 2"-იც სულ ფეხებზე ჰკიდია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, საზარბაზნე ხორცად ჰყავს გაწირული!
წარმოიდგინეთ, რამდენად მონა უნდა იყო „დამოუკიდებელი ჟურნალისტი", რომ ყოველივე ამის შემდეგ მაინც „რუსთავი 2"-ში რჩებოდე და ამ სააკაშვილის უბინძურეს დაკვეთებს ასრულებდე!
რამდენად უღირსი უნდა იყო, რომ სააკაშვილის მიერ ყველანაირად განწირული, ბოდიში და, მაინც ამ ნაცში იჯდე და იქიდან არ გამოდიოდე!
ამიტომაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ:
„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებად წოდებული არსებები არაფრით განსხვავდებიან იმ ყავარჯნიანი ჯალათი მამათმავლისაგან, სამეგრელოს „ბუნკერებში" 30 ლარად რომ აუპატიურებდა უდანაშაულო მამაკაცებს!
„რუსთავი 2"-ის „ჟურნალისტებად" წოდებული მეძავები არაფრით განსხვავდებიან იმ ნაცზონდერებისგან, ხელფასისა და პრემიის სანაცვლოდ რომ არბევდნენ და ასახიჩრებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს!
ამდენად, არავითარ პროფესიულ ეთიკასა და სოლიდარობას არ დავარღვევ (ესენი ჩემი კოლეგები არასოდეს ყოფილან, არც არიან და არც არასოდეს იქნებიან!), თუ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი:
როგორც კი 8 ოქტომბერს, საღამოს „რუსთავი 2" სააკაშვილის „შპარგალკით" „რევოლუციური სცენარის" განხორციელებას დაიწყებს, ის მაშინვე, მყისიერად უნდა გაითიშოს ეთერიდან!
რაც შეეხება „რევოლუციონერებს", აქაც ძალიან მარტივად და მოკლედ მოვჭრი:
თუ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ნაცები და მათი სხვადასხვა სახეობის „პოლიტიკური პამპერსები" რევოლუციისა და არეულობისთვის ქუჩაში გამოვლენ... (აქ უკვე მრავალწერტილიც და ცენზურაც ჩვენია. რედ.).
გიორგი გიგაური