ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„სანამ 5-იანს შემოხაზავთ, ეგებ ეს გადაიკითხოთ!
ამ ჩვენების მიმცემი ახლა ციხეშია, ოლეგი და ვიქტორიც იქ არიან, მაგრამ ალეკო გაქცეულია.
ვისაც ეს ჩვენება არაფრად მიგაჩნიათ, ღმერთმა იგივე საკუთარ თავზე გადაგატანინოთ, მაგრამ აქ, საქართველოში არა, სხვა ქვეყანაში ალალი იყოს თქვენზე!
ამონარიდი ჩვენებიდან:
ამ პერიოდში გლდანის ციხის უფროსი იყო ალეკო, რომლის გვარი არ მახსოვს. იგი იყო ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წლის, გამხდარი ბიჭი.
გლდანის ციხეში „აბსლუგაში" გადაყვანის შემდეგ ვიჯექი IV კორპუსში, N17 ქათმების საკანში. „ქათმებს" ციხეში ეძახიან პედერასტებს. პასიურ პედერასტებს ეძახიან დებილ ქათმებს და მე აქტიური ქათამი ვიყავი. „აბსლუგის" კორპუსში „ქათმების" ორი საკანი იყო. „ქათმების" ბრიგადირს ციხის დირექტორთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობდით უსაფრთხოების უფროსთან, სახელად ვიქტორთან და რეჟიმის უფროს ოლეგთან. უშუალოდ მათ დავალებებს ვასრულებდით - ციხეში ახალშემოსულებს ვცემდით და მათთან გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირს ვამყარებდით, ვაუპატიურებდით. ესეთ დავალებებს რომ გვაძლევდნენ, გვეუბნებოდნენ - ზემოდან არის უფროსის „პრიკაზიო".
ზემოხსენებულის აღბეჭდვა ხდებოდა ტელეფონზე ვიდეოგადაღებით. ვიდეოჩანაწერით ოლეგი და ვიქტორი პატიმრებს ემუქრებოდნენ, ეთანამშრომლათ ადმინისტრაციასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეფონზე გადაღებულ გაუპატიურების კადრებს გაუვრცელებდნენ ციხეში.
ცემისა და გაუპატიურების დროს ჩვენ ვიქტორი და ოლეგი გვაძლევდნენ შავი ფერის მასკებს (ისეთს, სპეცრაზმს რომ აქვს), რომელსაც სახეზე ვიკეთებდით.
დავალებებს ვასრულებდით კარანტინში, ფუქსების წინ მდებარე საკნებში. დანარჩენ შემთხვევებში ვიქტორი და ოლეგი სცემდნენ პატიმრებს კორპუსზე არსებულ აბანოებში და შემდეგ „ქათმებს" გვარეცხინებდნენ აბანოს იატაკს და კედლებს, რათა სისხლის კვალი არ დარჩენილიყო და დეპარტამენტიდან მოსულ კომისიის წევრებს არ ენახათ.
პირველი ცემისა და გაუპატიურების ფაქტი მოხდა 2011 წლის მარტში. პატიმარი იყო საშუალო ტანის, ღია თმით, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი (სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ამოცნობას შევძლებ). ვიქტორიმ და ოლეგიმ გვითხრეს, ეს პატიმარი გვეცემა და მერე გაგვეუპატიურებინა. მათი ბრძანება შევასრულეთ.
პატიმრის ცემასა და გაუპატიურებას საკნის კარის „კარმუშკიდან" მობილური ტელეფონით იღებდა „დეპეენკას" ცვლის უფროსი, საშუალო ტანის, შავი თმით. ის ყოველთვის ოლეგისა და ვიქტორის ცვლაში მორიგეობდა.
2011 წლის გაზაფხულზე მოხდა მეორე ფაქტი...
2011 წლის გაზაფხულზე მოხდა მესამე ფაქტი..." - წერს სოციალურ ქსელში ნინო მიქიაშვილი.