„ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის გამოკითხვა მის საცხოვრებელ სახლში მოხდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას ვერ ახერხებს, რის გამოც გამომძიებლები მას სახლში გამოჰკითხავენ.
„გამომძიებლები თავად მივლენ გივი თარგამაძის სახლში და იქ მოხდება მისი გამოკითხვა", - განაცხადეს პარტიაში.
შსს-ში ადასტურებენ, რომ დეპუტატ გივი თარგამაძის გამოკითხვა მის საცხოვრებელ სახლში მოხდება.