logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: რომ მეუბნებიან, „ნაციონალებს“ 200 ათასი მომხრე ჰყავთო, ქართველობა აღარ მინდა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 19:44




პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაზე" და სანდრა რულოვსზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ სანდრა ზუგდიდში გაიმარჯვებს, ამას ერის გახლეჩა და დიდი უბედურება მოჰყვება.


„როგორც მეუბნებიან, ნაციონალებს საქართველოში 200 ათასი მომხრე ჰყავთ და ეს რომ მესმის, ქართველობა აღარ მინდა! ნუთუ ჩვენი ერი ისე დაავადდა, რომ 200 ათასი ქართველი საკუთარი სამშობლოს მოსისხლე მტერია და „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს?!

 

საერთოდ, ჩემთვის სულაც არ არის მთავარი, ვინ რამდენი პროცენტით შევა პარლამენტში, მაგრამ ეს ყასაბი დედაკაცი, ეს მფატრავი სანდრა რულოვსი ზუგდიდში თუ გაიმარჯვებს, ამას ერის გახლეჩა მოჰყვება და ქვეყანას დიდი უბედურება დაატყდება თავზე!

 

არ მგონია, სამეგრელოს მოსახლეობას რულოვსის მიერ ნამღერმა მეგრულმა სიმღერამ დაავიწყოს ის უბედურება, რაც ამ კუთხემ სააკაშვილის, ავადმყოფი ახალაიებისა და მათი ქვეშევდრომი მანიაკების ხელში გამოიარა!

 

მეგრელებმა - ამ ძირძველმა ქართველებმა - კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ზუგდიდში სააკაშვილის ცოლის გამარჯვება მთელ სამეგრელოზე იქნება განზოგადებული, რადგან ზუგდიდი სამეგრელოს გული და გვირგვინია.

 

ამიტომაც მართებთ გონიერება და დაფიქრება, რათა უნებურად არ შეუწყონ ხელი ერის გახლეჩას თორემ მერე ამის გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება.

 

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - სანდრა რულოვსი პარლამენტში მოხვდება თუ არა, ეს დედაკაცი მაინც განწირულია! დარმუნებული ვარ, ეს მფატრავი მართლა მონაწილეობდა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში და კვალი უფრო დიდ ფიგურებთან რომ არ მივიდეს, სანდრას ან თავად სააკაშვილი „გაასაღებს", ან ის ძალები მოიშორებენ, რომლებიც ტრანსპლანტაციის შავი ბიზნესის უკან დგანან!" - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner